„რეალი“ ბუნდესლიგის 2 ვარსკვლავის ყიდვას აპირებს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ბუნდესლიგის 2 ვარსკვლავის შეძენას აპირებს და მოლაპარაკებებიც ინტენსიურად მიმდინარეობს...
ის, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს ტიმო ვერნერი ახალი არ არის, გერმანელ წინახაზელს „ბლანკოსს“ ჯერ კიდევ ზიზუს მმართველობის დროს უკავშირებდნენ.
როგორც სჩანს, პერესს ტიმო ძალიან მოსწონს.
გარდა ვერნერისა „ბლანკოსი“ დორტმუნდელ კრისტიან პულიშიჩზეც აკეთებს აქცენტს.
ორივე ფეხბურთელი ძალიან ახალგაზრდაა და გერმანიის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს.
ვერნერის ფასი დაახლოებით 50 მილიონს შეადგენს, პულიშიჩთან დაკავშირებით კი ცნობილი საერთოდ არაფერია.
- 16 ნოემბერი 2018
- 3 714
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.