სოლარიმ გასაშვები ფეხბურთელების სია ჩამოწერა
როგორც სჩანს, მადრიდის „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელი სანტიაგო სოლარის გეგმებში არ შედის, აქედან გამომდინარე, ისინი „ბლანკოსს“ ეტაპობრივად დატოვებენ...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ხესუს ვალიეხო, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მეტიც, „რეალი“ რამდენიმე გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით, ესპანელს წელიწადნახევრიანი იჯარით გაუშვებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ აღარ დაიბრუნებს ტეო ერნანდესს და ან ისევ იჯარით გაასხვისებს სხვა კლუბში, ანაც დატოვებს „სოსიედადში“. სოლარი თვლის, რომ მარსელოს იდეალური შემცვლელი რეგილონია და ტეოს დაბრუნების შემთხვევაში, კონკურენცია უაზროდ დიდი გახდება.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდმა შესაძლოა მარკოს ლორენტემაც დატოვოს. ესპანელ ფეხბურთელს ასაკი ემატება, თუმცა ღირებულის შექმნას ვერ ახერხებს.
ასევე გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია კიკო კასილია, რომელსაც შანსი სამეფო თასზეც არ ეძლევა.
- 15 ნოემბერი 2018
- 5 642
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.