მაიკონის აგენტი: "რეალის გარდა მაიკონი სხვა კლუბებსაც უნდათ"
მადრიდის "რეალს" დიდი ხანია სურს დუგლას მაიკონის ყიდვა.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება სამეფო კლუბი "ინტერს" ბრაზილიელეი მცველის სანაცვლოდ ლასანა დიარას და კიდევ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
ფეხბურთელის აგენტმა, ანტონიო კალიენდო ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსს სურს დუგლასის შეძენა."
"არის ძალიან ბევრი კლუბი, რომელსაც მაიკონის ყიდვა სურს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ "ინტერი" სამ ფრონტზე იბრძვის, ფეხბურთელის შეწუხება ჯერ-ჯერობით არ ღირს."
"მაიკონი კმაყოფილია იმ კლუბით, რომელშიც ახლა ირიცხება და არსად წასვლას არ აპირებს."
- 3 აპრილი 2010
- 1 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.