სებალიოსი:„„ბეტისში“ დაბრუნებას ვგეგმავდი“
დანი სებალიოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთადაა...
„სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ გუნდმა სტაბილურად თამაში დაიწყო, ამიტომ გადაწყვეტილება მისი დატოვების შესახებ მართებულია.“
„ლოპეტეგის წასვლამ გული დამწყვიტა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჟულიენმა შანსი მომცა და ხშირად მათამაშებდა სასტარტო შემადგენლობაში.“
„ზიზუ სულ მეუბნებოდა, რომ მოთმინება უნდა მქონოდა, თუმცა „ბეტისში“ დაბრუნებაზე ვფიქრობდი, ვინაიდან მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჩემ გეგმებში არ შედიოდა.“
„რამოსი ღირსეული კაპიტანია და მის მიმართ გამოთქმული რეპლიკები არ შეესაბამება რეალობას.“
„ისკომ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, ბოლო 2 თვე მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ალარკონში უდიდესი ტალანტი დევს.“
„ხორვატიის ნაკრებთან მატჩი საინტერესო იქნება, იქ ხომ ჩემი თანაკლუბელი, ლუკა მოდრიჩი თამაშობს.“
„გადაწყვეტილებებს ლუის ენრიკე იღებს და მე ვერაფერს ვიტყვი.“
„ალბა? ჯორდი შესანიშნავი ფეხბურთელია.“
- 14 ნოემბერი 2018
- 2 267
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.