„რეალის“ მეკარე „იუვენტუსში“ მიდის?
Calciomercato იუწყება, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯით არის დაინტერესებული...
ამ ასაკში მსგავსი შემოთავაზების მიღება ნებისმიერი მეკარისთვის ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს.
საქმე ეხება კეილორ ნავასს, რომელმაც „რეალის“ ძირითადი მეკარის სტატუსი დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
ზემოაღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ტურინელები შესნის აღარ ენდობიან და მის ნაცვლად ნავასს მოიაზრებენ. მეტიც, „ბებერ ქალბატონს“ ნავასთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ასეთ წინადადებაზე კეილორი უარს არ იტყვის.
- 13 ნოემბერი 2018
- 3 094
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.