სოლარი „რეალში“ შესაძლოა 2020 წლამდე დარჩეს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა სანტიაგო სოლარისთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე დეტალი...
შეთანხმების თანახმად, არგენტინელი სპეციალისტი გუნდში 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, მაგრამ მადრიდის „რეალი“ იტოვებს უფლებას, არასასურველი შედეგების შემთხვევაში, მიმდინარე სეზონის ბოლოს დაითხოვოს სანტიაგო და ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისროს.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტიტულების მოგების შემთხვევაში, სოლარის კონტრაქტი 2022 წლამდე გახანგრძლივდება.
- 13 ნოემბერი 2018
- 1 157
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.