ფედერაცია - „რეალმა“ სანტიაგო სოლარის მომავალი ოფიციალურად გადაწყვიტა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით, აბსოლუტურად ყველა ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ დროებითი მწვრთნელის, სანტიაგო სოლარის მომავალი გაარკვია...
დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არგენტინელი სპეციალისტი სამეფო კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, დარჩება თუ არა ის გუნდის სათავეში.
სრულიად ესპანეთი „რეალის“ ოფიციალურ განცხადებას ელის, ვინაიდან სოლარიმ სტატუსი უნდა შეიცვალოს და დროებითი მწვრთნელის ნაცვლად ოფიციალურად გახდეს მთავარი მწვრთნელი.
- 12 ნოემბერი 2018
- 3 811
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.