ლაზარეთს ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეემატა
„სელტასთან“ გამარჯვება ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ მადრიდის „რეალის“ ლაზარეთს ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეემატა...
რეგილონმა, კაზემირომ და ნაჩომ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლეს და მოედანი დატოვეს.
ამ ეტაპზე თამაში არ შეუძლიათ მარსელოს, კარვახალს, ვარანს, ვალიეხოს, ნაჩოს, კაზემიროს და რეგილონს, რაც თავისთავად ძალიან მძიმე სურათს ქმნის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კარვახალი, მარსელო და ვარანი ბურთთან ერთად უკვე ვარჯიშობენ და მომდევნო მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია ნაჩოს, რეგილონის და კაზემიროს მდგომარეობის შესახებ. მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმების სირთულე.
- 12 ნოემბერი 2018
- 1 989
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.