მოულოდნელი ინფორმაცია - სეზონის ბოლომდე „რეალს“ ჰაინკესი ჩაიბარებს?
გერმანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ ინტენსიური მოლაპარაკებები იუპ ჰაინკესთან წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება...
ხანდაზმული სპეციალისტი „ბაიერნიდან“ წასვლის შემდეგ აცხადებდა, რომ საფეხბურთო მოღვაწეობას აღარ განაგრძობდა. მეტიც, იუპმა უარი თქვა 2 წლიან კონტრაქტზე, რომელიც „ბლანკოსმა“ შესთავაზა იქამდე, სანამ ჟულიენ ლოპეტეგის დანიშნავდა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ იუპი 7 თვიან კონტრაქტზე თანახმაა და მზად არის „რეალს“ სეზონის ბოლომდე ჩაუდგეს სათავეში.
ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ჭორის დონეზე ვრცელდება, ყველაფერს კი ნათელი მომდევნო დღეებში მოეფინება.
- 11 ნოემბერი 2018
- 3 547
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.