სანტანდერის "რასინგი" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]

როგორც იცით ახლოვდება "ელ კლასიკო". ამ მატჩს ევროპული ფეხბურთის გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება. სანამ სამეფო კლუბი "ბარსელონას" უმასპინძლებს, მანამდე თეთრები სანტანდერში გაემგზავრებიან.

"რასინგი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, თუმცა მათ ლა ლიგაში ბოლო შეხვედრ სამი ტურის წინ მოიგეს. მათ გასვლაზე "ოსასუნა" ანგარიშით 1-3 დაამარცხეს. წინა ტურში კი სანტანდერები "ბილბაომ" დაამარცხა (4-3). ამ ეპატზე "რასინგს" სატურნირო ცხრილში, 31 ქულით მე-16 ადგილი უკავიათ.

"ჩვენ თამაშს პირველი 20 წუთის განმავლობაში არ გავხსნით" - განაცხადა "რასინგის" მწვრთნელმა. "მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თუ მათ თამაშს გავუხსნით, ისინი აუცილებლად გაგვიტანენ სწრაფ გოლს, რაც ჩვენთვის სასიკვდილო იქნება, რადგან თუ სამეფო კლუბი პირველ გოლს ადვილად იტანს მათი შეჩერება ფაქტიურად შეუძლებელია."

Marca-ს ჟურნალისტს, კითხვაზე, თუ როგორ აპირებენ მადრიდელთა შეჩერებას, პორტუგალმა უპასუხა: "ჩვენი მთავარი ამოცანა დაცვაში არგი თამაშია."

სანტანდერის "რასინგი" დაცაში მართლაც კარგად თამაშობს. ბოლო მატჩები ამ გუნდმა საკმაოდ ძლიერ კლუბებთან ჩაატარა. მათი მეტოქე "ვალენსია" და "მალიორკა" იყო, ორივე მატჩში სანტანდერელებმა საკუთალი კარი მშრალად შეინახეს, რაც დაცვის დამაკმაყოფილებელ თამაშზე მიუთითებს.

მეტის მოლოდინში

გაცილებით დაძაბულია მადრიდის "რეალის" ვითარება. მათ სულ რაღაც ერთი ტურის შემდეგ ელით ძალიან რთული მატჩის "ბარსელონას" წინააღმდეგ. თუ მანუელ პელეგრინის სურს, რომ "რეალი" კატალონიელებს მაქსიმალური ქულებით დაუპირისპირდეს, თეთრებმა სანტანდერიდან სამი ქულა აუცილებლად უნდა წამოიღონ.

ლა ლიგის წინა ტურში ჩატარდა მადრიდული დერბი. სამეფო კლუბის ფეხბურთელბმა სწრაფი გოლი გაუშვეს, თუმცა მათ მეტოქეს ქულების აღების უფლება არ მისცეს და მადრიდის "ატლეტიკო" სანტიაგო ბერნაბეუდან 0 ქულით გაისტუმრეს. ეს მატჩი "რეალის" გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.

"მართალია სამი გოლი გავიტანეთ, თუმცა არცერთი წუთით არ მოვდუნებულვართ." - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ. "გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ ბედმა არ გაგვიღიმა."

არცერთი დაკარგული ქულა უკანასკნელ 11 მატჩში. ასეთი შედეგით ლიდერობს მადრიდის "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილს. ასევე სამეფო კლუბი, მიმდინარე სეზონში, ერთადერთა ევროპაში, რომელსაც საკუთარ სტადიონზე ქულა არ დაუკარგავს.

სანტანდერის "რასინგი" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]


უკანასკნელი მაჩვენებლები


"რასინგი"

წაგება 4-3 (სტუმრად) ბილბაოს "ატლეტიკი" (ლა ლიგა, 29მარტი)

ფრე 0-0 (სახლში) "მალიორკა" (ლა ლიგა, 24 მარტი)

მოგება 3-1 (სტუმრად) "ოსასუნა" (ლა ლიგა, 21 მარტი)

ფრე 0-0 (სახლში) "სარაგოსა" (ლა ლიგა, 21 მარტი)

ფრე 0-0 (სტუმრად) "ვალენსია" (ლა ლიგა, 8 მარტი)


მადრიდის "რეალი"

მოგება 3-2 (სახლში) მადრიდის "ატლეტიკო" (ლა ლიგა, 28 მარტი)

მოგება 4-2 (სტუმრად) "ხეტაფე" (ლა ლიგა, 25 მარტი)

მოგება 3-1 (სახლში) ხიხონის "სპორტინგი" (ლა ლიგა, 20 მარტი)

მოგება 4-1 (სტუმრად) "ვალიადოლიდი" (ლა ლიგა, 13 მარტი)

ფრე 1-1 (სახლში) "ლიონი" (ჩემპიონთა ლიგა, 10 მარტი)


გუნდის სიახლეები

"რასინგი"

ცენტრალური მცველი ორიოლი წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო ტოვეს მატჩს. ასევე მარკ ტორეხონი და ენრიკე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ "რეალის" წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობა: კოლტორტი, პინილოსი, მორატონი, კრესპო, კოლსა, კრისტიანი, დიოპი, მუნიტისი, კანალესი, სერანო და ბოლადო.


მადრიდის "რეალი"

გუტიმ წინა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მედიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ იგი გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ასევე გაგოსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა იგი მწყობრშია. გუნდს დაუბრუნდა კარიმ ბენზემა, რომელიც აუცილებლად ითამაშებს "რასინგის" წინააღმდეგ. მისი თანამემამულე, ლასანა დიარა კი ტრავმირებულია და მატჩს გამოტოვებს.

გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან კაკა, გარაი, პეპე და დრენტე. "რასინგის" წიანაღმდეგ ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო ვერ ითამაშებენ სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო.

სავარაუდო შემადგენლობა: კასილასი, არბელოა, ალბიოლი, მეტცელდერი, მარსელო, გაგო, მაჰამადუ დიარა, გრანერო, ვან დერ ვაარტი, იგუაინი და რონალდო.



მატჩის დეტალები:

სტადიონი: ელ სარდინერო
ტური: 30-ე
დრო: კვირას 4 აპრილს, თბილისის დროით 20:55 საათი.
პირდაპირი ეთერი: NTV + Football



ინფორმაციის წყარო: Goal.Com

  • Junior
  • 3 აპრილი 2010
  • 1 758
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)