„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ჩეხეთში ვიზიტის შემდეგ აღდგენითი ვარჯიში გამართეს...
სანტიაგო სოლარიმ ფეხბურთელები, რომლებიც „პლზენთან“ დაიტვირთნენ ნაკლებად დატვირთა, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი ვარჯიშები შეასრულეს.
ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც დანიელ კარვახალს და მარსელოს ეხებათ. ორივე მოთამაშემ დღეს ივარჯიშა და სავარაუდოდ ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზად იქნებიან.
კოლექტივს ასევე დაუბრუნდა მარიანო დიასი, რომელმაც დაზიანება „ელ კლასიკოში“ მიიღო.
„ბლანკოსი“ „სელტას“ 11 ნოემბერს დაუპირისპირდება.
- 8 ნოემბერი 2018
- 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.