მთავარ მწვრთნელად ჟარდიმი, თავდასხმაში აზარი და მბაპე
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ყველაფერზე ზეგავლენა კი იმან მოახდინა, რომ ფლორენტინო პერესს თავდასხმის ხაზის მნიშვნელოვანი გაძლიერება სურს...
გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტესთან შეთანხმების ჩაშლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ედენ აზარი იყო. ბელგიელის აგენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ იტალიელის დანიშვნის შემთხვევაში მადრიდში გადასვლის შანსი ნულის ყოლი იყო, პერესს კი ეს ნამდვილად არ მოეწონა.
გარდა ამისა აღსანიშნავია კილიან მბაპეს ფაქტორი, რომელიც „მონაკოში“ სწორედ ჟარდიმის მმართველობის დროს გამოჩნდა და ამ ადამიანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ჟარდიმის დანიშვნის შემთხვევაში „ბლანკოსში“ აზარიც გადავა და მბაპესთან მოლაპარაკებაც გამარტივდება, თანაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „პსჟ“ სერიოზულ სანქციებს ელის და იძულებული ხდება ლიდერი გაყიდოს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა ფაქტია, რომ „რეალში“ დიდი ცვლილებების საჭიროება დგას.
- 5 ნოემბერი 2018
- 3 213
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.