კარლოს ალბერტო: "ბრაზილია კაკაზეა დამოკიდებული"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარლოს ალბერტომ, რომელიც 1970 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, კაკა დაასახელა ბრაზლიის ერთადერთ წამყვან ფეხბურთელად. მან განაცხადა, რომ რუნი და კაკა თავიანთი ქვეყნებისათვის მსოფლიო თასზე სასწაულებს მოახდენენ.
კარლოს ალბერტომ 1970 წლის მსოფლიო თასის ფინალში გაიტანა გოლი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ბურთი აღმოჩნდა (მსოფლიო თასის ფინალებში). ამჟამად იგი ბრაზილიაში ყველაზე ავტორიტეტიან კრიტიკოსად ითვლება.
"ბრაზილია მსოფლიო თასზე ყოველთვის კარგად თამაშობდა და ჰყავდა რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. გარინჩა და პელე, შემდეგ 1994 წელს იყო რომარიო. ბოლოს კი 2002 წელს რონალდო და რივალდო."
შემდეგი კაკაა.
"რიკარდო დიდებული ფეხურთელია. მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოიდებული ბრაზილიის ნაკრებში. იგი ლიდერია. არცერთ სხვა ფეხბურთელს არ შეუძლია თავისი სიტყვის გადამწყვეტ მომენტში თქმა. კაკა კი განსხვავებულია. ვფიქრობ იგი წელს, მსოფილოს ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს."
- 3 აპრილი 2010
- 1 881
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.