სოლარი:„უნდა გამოვიყენო ბოძებული შანსი, სხვაზე არაფერზე ვფიქრობ“

სანტიაგო სოლარიმ „ვალიადოლიდის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ეს მოგება ყოველმხრივ მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ სატურნირო ცხრილში სიტუაცია გავიუმჯობესეთ, ბიჭებმა მებრძოლი სული აჩვენეს. ჩვენ გვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გავიმარჯვეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს იყო რთული და კომპაქტური თამაში, რომელიც საბოლოო ჯამში „რეალის“ მოგების დასრულდა.“

„80 000 ქომაგის წინაშე თამაშს ყოველთვის აქვს ემოციური დატვირთვა. ჩვენ უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით და იმედს არ ვკარგავდით, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოგვცა.“

„11 წლის მანძილზე „ბლანკოსის“ ღირსების დამცველი ვიყავი, ბერნაბეუზე ყველა კუთხეს შესანიშნავად ვიცნობ, ამიტომ ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის.“

„აუცილებელია იმპულსი. ყველა მატჩს 7:0-ს ვერ მოიგებ. ამ დღით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ პროგრესი შეგვიძლია. ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.“

„ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის ემოციური სპორტი. როგორც კი მუხტი მივიღეთ, მაშინვე აგრესიული ფეხბურთის თამაში დავიწეთ, რაც პირდაპირ აისახა შედეგებზე.“

„ვინიციუს ჟუნიორი შესანიშნავი ფიგურაა, მას მოედანიზე გასვლის წინ ვუთხარი, რომ ძალიან აქტიურად უნდა ეთამაშა და ასეც მოხდა. ბრაზილიელ ასეთ მაღალ დონეზე თამაშს მიჩვეული არ არის, მაგრამ ადაპტირების პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს.“

„„რეალი“ ძალიან მრავალმხრივი გუნდია. ჩვენ გვყავს ბეილი, რომელსაც არაერთ პოზიციაზე შეუძლია ეფექტურად თამაში, ასევე კაზემირო, ასენსიო, ისკო, ვასკესი და სხვები.“

„მე ვფიქრობ, რომ ბენზემა წლების მანძილზე სტილს იცვლიდა. ის არ არის ტიპიური ფორვარდი.“

„თუ მთავარი მწვრთნელის პოსტს დამატოვებინებენ, გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, ვინაიდან გუნდის სათავეში დროებით ვარ მოსული, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩემი მიზანი ის არის, რომ ბოძებული შანსი სრულად გამოვიყენო და ყველა მატჩი მოვიგო, რომელსაც „რეალის“ თავკაცის რანგში გავმართავ. ჯერ-ჯერობით 100%-იანი შედეგი მაქვს და ძალიან გახარებული ვარ.“

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2018
  • 3 040
  • 2

1

4 ნოემბერი 2018 19:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე არამჯერა რო ეს კაცი რეალში რამეს მიაღწევს

2

4 ნოემბერი 2018 21:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალურად, ამ კაცს ვერ მოთხოვ ამ ეტაპზე ვერაფერს. ბაზარზე არც ჩანს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც უმუშევარია თუ კონტეს და ვენგერს არ ჩავთვლით. ჟარდიმი რამდენადაა რეალის დონის ეს ცალკე თემაა. მონაკოს პოლიტიკა და მოთხოვნები განსხვავდება რეალისაგან. ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი გუნდში ახალი ფეხბურთელებია საჭირო. დიდი ალბათობით გუნდიდან წავა ზაფხულშივე მოდრიჩი და არ ვიქნები წინააღმდეგი თუ მის გზას დაადგება ბენზემაც და ბეილიც. დაცვაში მარსელო-კარვახალი სასიცოცხლდ მნიშვნელოვანია. და აუცილბლა 1 კარგი შემცვლელი უბდა მარსელოს და 1 იც მაღალი დონის ცენტრალური მცველი, თუნდაც ასაკში. აი იუვეს მაგალიტი რომ ავიღოთ. ბენატია უზის სკამზე რომელიც საკმაოდ კარგი მცველია და პლიუს რუგანი, რომლიც ძალიან პრრსპექტიულია. აუცილებლად კოვაჩიჩია დასაბრუნებელი ზაფხულშივე და კიდევ ერთი კარგი ნახევარმცველიც დასამატებელი. ასევე ისკო,ასენსიოს იმედზე ყოფნა დამღუპველია. ან აიღებენ ლიდერობას ან ვერა. წინ კიდევ ახალი ტრიოა საჭირო. მბაპე-აზარი-იკარდი ან ვინც გინდათ. მორატას დაბრუნებასაც მივესალმები თუ ფლანგებზე მბაპე-აზარი იდგებიან შედარებით ნაკლებ ფასში მოვიყვანთ მორატას. მადრიდისტაა ბოლოს და ბოლოს და ამ ჩაწოდებებს აზრი მაინც ექნება. მოკლედ 5-6 ახალი ფეხბურთელია საჭირო. 3 შემტევი. 1 ან 2 ნახევარმცველი და ასევე დაცვაშიც. მინიმუმ 5 საჭიროა. ბენზემა, ბეილი, მოდრიჩი, მარიანო, მაიორალი(იჯარითაა და ეგეც გავყიდოთ) გასაყიდია. იჯარით გაუშვან ეს ვალეხო თუ ვერ გაიყიდა. და მერე შეილება ისევ რამეზე ფიქრი. მთავარი მაინც შეტევის გაძლიერებაა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)