ჰაზარდი: "ბედნიერი ვარ"
ფრანგული "ლილის" ფეხბურთელი ედენ ჰაზარდი ბედნიერია იმით რომ ზინედინ ზიდანმა მას ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.
"მე დღეს "ლილში" ვთამაშობ, თუმცა შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და დიდ ევროპულ გრანდში მოვხვდე. როდესაც ზინედინ ზიდანი გეტყვის ასეთ სიტყვებს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. იმედია ჩემს კარიერაში ბევრს მივაღწევ."
"არაა გამორიცხული, რომ მე ლონდონის "არსენალის" წევრი გავხდე, იქ ჩემი ასაკის უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ჩემი აზრით არ გამიჭირდება ვენგერის დავალებები შევასრულო."
"რაც შეეხება მადრიდის "რეალს" აქ უკვე სიტუაცია სხვაგვარადაა, ამ დიდებულ გუნდში ტყუილად ვერავინ ხვდება. თუ ამ კლუბში თუნდაც ერთი მატჩი ჩაატარე დიდი მიღწევაა. იმედი მაქვს ჩემი კარიერა ბედნიერი და წარმატებული იქნება."
- 2 აპრილი 2010
- 1 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.