პეპე მალე დაგვიბრუნდება !
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ცენტრალური მცველი, კლეპერ პეპე, შეიძლება იმაზე ადრე დაბრუნდეს, ვიდრე ამას გულშემატკივარი ელოდება.
როგორც ყველასათვის იყო ცნობილი, პორტუგალიელი მცველი 5 მაისს დაბრუნდებოდა, ამჯერად ეს შეიძლება ერთი თვით ადრე მოხდეს. პეპემ ლა ლიგის პირვლ წრეში უმძიმესი ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხანი ვერ ეხმარება.
ექემების აზრით პეპე სულ მალე გამოჯანმრთელდება, ვინაიდან ის ძალღონეს არ იშურებს, იმისათვის რათა მალე ჩადგეს მწყობრში, ამით კი გუნდს დაეხმაროს.
პეპე კვირაში დაახლოებით 40 საათს ვარჯიშობს. ეს ვარჯიში კი ძალიან დატვირთულია. მას აუზში უწევს უმძიმესი ტრავმის მოშუშება.
სასიხარულო კი ისაა რომ, კლეპერს მომდევნო კვირაში, უკვე მოედანზე შეეძლება ვარჯიში და არა აუზში.
- 2 აპრილი 2010
- 2 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.