პერესი:„რონალდუს ასეთი დიდი ტყუილი არასდროს უთქვამს“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუს განცხადება შეაფასა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ის „რეალში“ არ დააფასეს და სწორედ ამიტომ დატოვა დედაქალაქი...
„დიახ, გავეცანი კრიშტიანოს განცხადებას.“
„მან თქვა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით? მან თქვა, რომ მასზე იმედებს არ ვამყარებდით?“
„შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანო „რეალის“ ისტორიის ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, რომლის სარეკლამო შემოსავლებიდანაც კი სამეფო კლუბი მიზერულს თანხას იღებდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით „შვიდიანის“ კომფორტისთვის, აქედან გამომდინარე, მისი განცხადება ტყუილია, მივმართავ პორტუგალიელს და მოვუწოდებ, ასეთი ტყუილი აღარ თქვას.“
- 30 ოქტომბერი 2018
- 4 984
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.