ვან დერ ვაარტის პრეს-კონფერენცია
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა პრეს-კონფერენცია გამართა.
"ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ვარჯიშზე დასასწრებად ამდენი ხალხი მოდის და გაკვირდება. ეს გასაოცარი შეგრძნებაა."
"ჩვენი შემდეგი მეტოქე "რასინგია" და მაჟამად მხოლოდ მასზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ დავამარცხებთ."
"ჩვენ ლა ლიგის მოგება გვინდა და ამისთვის ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ. კვირას გასამართ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, რადგან კატალონიელებს უფრო წყნარად შევხვდეთ."
"კაკა სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა იგი მინდორზე ვარჯიშს ჯერ მაინც ვერ ბედავს, რადგან ძალიან უნდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში. ასევე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კარიმ ბენზემა, რომელიც "რასინგის" წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს."
"ბოლო ორი კვირის მანძილზე ყველა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. როგორც ჩანს, მწვრთნელი მენდობა და მე მას იმედი არ უნდა გავუცრუო."
"ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რა თქმა უნდა, ხაბი ალონსო და სერხიო რამოსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, მადრიდის "რეალისთვის", მაგრამ სანტანდერის "რასინგის" დამარცხება მაინც უნდა მოვახერხოთ."
- 2 აპრილი 2010
- 1 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.