სოლარის უყვარს შეტევა
სანტიაგო სოლარი მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზზე გამოდის. არგენტინელი სპეციალისტი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან უყვარს შეტევა და სამხრეთ-ამერიკული ფეხბურთის მოტრფიალეა...
უკვე დადასტურებულია, რომ სოლარი „რეალს“ რამდენიმე მატჩის მანძილზე გაწვრთნის, სანამ ფლორენტინო პერესი ახალ მწვრთნელს იპოვის, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სანტიაგოს დარჩენის შანსიც ექნება და მომდევნო მატჩების რეზულტატებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
სოლარის უყვარს შეტევა, კომბინაციური ფეხბურთი და რაც ყველაზე მთავარია დიდი მოტივატორია, მის ხელში „კასტილიაც“ საკმაოდ ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს.
ვნახოთ, როგორ მოირგებს სანტიაგო „ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის როლს.
- 30 ოქტომბერი 2018
- 2 289
- 3