ღია კარის დღე შედგა
დღეს მადრიდის "რეალმა" ათასობით გულშემატკივრის თანდასწრებით ივარჯიშა. სამწუხაროდ ფანებმა ვალდებებასზე ვერ იხილეს კაკა, გუტი და დრენტე. დანარჩენები კი ჩვეულებისამებრ ვარჯიშობდნენ. ასევე პირველ გუნდს დაემატნენ კასტილიელები, რუბენ რამოსი, ხუანფრანი და ლუის ერნანდესი.
1'600-ზე მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებდა სამეფო კლუბის ვარჯიშს. პელეგრინის განკარგულებაში დღეს 18 ფეხბურთელი იყო. კაკა, პეპე, დრენტე და გუტი სპორტულ დარბაზში ირჯებოდნენ. დანარჩენები კი მინდორზე, ბურთით ვარჯიშობდნენ.
მადრიდისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ გუნდი ორ ნაწილად დაიყო და ფეხბურთი ითამაშეს. ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობები ფანებს უჩვენეს (დრიბლინგი, ფინტები), რითაც თითოეული ადამიანი ნასიამოვნები დარჩა.
გრანეროს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კრიშტიანო რონალდომ ჰაერში დაამუშავა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ასევე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც მოგერიებული ბურთი ხაბი ალოსოს მიუვიდა მან კი შეუჩერებლი დაარტყა და მორიგი გოლი გაიტანა.
ფეხბურთელებმა, რომელბსაც მწვანე ფერის სავარჯიშო წინსაფრები ეკეთათ (ვან დერ ვაარტი, არბელოა, დიარა, იგუაინი, მეტცელდერი და ხუანფრანი), გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს და ვარჯიშიც დასრულდა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 2 აპრილი 2010
- 1 708
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.