ლასი და 10 მილიონი მაიკონის სანაცვლოდ
"Corriere dello Sport "-ის ცნობით ლასანა დიარა და სერხიო რამოსი სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ მილანში, და იტალიური გაზეთების აზრით ეს იყო წინასწარი შეთანხმება ინტერის მესვეურებთან ლასანა დიარასთან.
რეალსა და ინტერის შეთანხმება სავარაუდოთ იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდული კლუბი მაიკონში ლასანა დიარასა და ამას დამატებით 10 მილიონ ევროს დაუმატებს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს ძალიან მოსწონთ ლასანას თამაში და ისინი მზად არიან გადაიბირონ ეს ფეხბურთელი, რადგან მისი მომავალი რეალში უკანა სვლით მიმდინარეობს, ის ნაკლებად ხვდება ძირითად შემადგენლობაში ამ ბოლო ხანს, სწორედ ეს აირს სასიხარულო ინტერის ბოსებისთვის.
რაც შეესება მაიკონს მას 2013 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი მილანურ კლუბთან და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 თმაშში, რომელიც ინტერმა ჩელსისა და მოსკოვის CSKA-სთან ჩაატარა. აქედან გამომდინარე იტალიელებს გაუჭირდებათ მისი დათმობა, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ ამ ბოლო შემოთავაზებაზე უარს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ღირებულება ინტერმა 30 მილიონ ევროდ შეაფასა.
მადრიდის რეალი წინა წელსაც ცდილობდა მაიკონის ყიდვას თუმცა მაშინ მილანურმა კლუბმა მოახერხა ფეხბურთელის შენარჩუნება. მადრიდის სპორტულ დირეკტორს დიდი სურვილი აქვს მაიკონის ხილვა თეთრ მაისურში
ინფორმაციის წყარო: As.com
P.S. როგორც იქნა დავწერე პირველი სტატია ჩემი დაბრუნებიდან :))ყველას მოგესალმებით
- 2 აპრილი 2010
- 1 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.