ლოპეტეგი:„სახლში მივდივარ“
ჟულიენ ლოპეტეგიმ „ელ კლასიკოში“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან მძიმე მარცხი იყო. „რეალს“ პირველ ტაიმში არაფერი გამოსდიოდა და შედეგიც შესაბამისი გახლდათ, თუმცა მეორე ტაიმში უპირატესობა ვიგდეთ ხელთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. დამწუხრებული ვარ, რომ ტაბლოზე გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა.“
„ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს და რა თქმა უნდა, მსურს რომ მუშაობა გავაგრძელო. სახლში მივდივარ და ძალიან ბევრს ვიფიქრებ იმაზე, როგორ გამოვასწორო არსებული სიტუაცია.“
„ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ, ერნესტოს გუნდმა კი მომენტების მაქსიმალური რეალიზება შეძლო და შედეგიც სახეზეა.“
„გათავისუფლებაზე მე ვერ ვიფიქრებ, თუ ამის შესახებ კომპეტენტური პირები მამცნობენ, გადაწყვეტილებას დავემორჩილები.“
„ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. გუნდი ერთიანობას არ კარგავს და ვერავინ მოახერხებს, რომ დამატებითი პრობლემები გაგვიჩინოს.“
- 28 ოქტომბერი 2018
- 7 443
- 32
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.