ლოპეტეგი:„ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს“

ჟულიენ ლოპეტეგიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ასეთი შეხვედრების მოგება მხოლოდ ყველა დეტალის გათვლით არის შესაძლებელი. აქ აუცილებელია კარგი დაცვა, ზუსტი და თანმიმდევრული თავდასხმა, მენტალური მდგრადობა და უდიდესი შემართება. მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი სრულად არის ფოკუსირებული თამაშზე.“

„ჩემი ენერგიის 100% „ნოუ კამპზე“ დაიხარჯება. ამ მატჩში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, მოედანზე გასული თერთმეტეული მაქსიმალურად იქნება მობილიზებული.“

„საერთოდ არ მაინტერესებს მესი, ვინაიდან მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ და არა „ბარსელონასი“. ამაზე შესაძლოა ერნესტო ვალვერდემ ისაუბროს. მერწმუნეთ, ლეოზე არცერთი მადრიდისტა არ ფიქრობს, ჩვენი მიზანი სრულიად „ბარსელონას“ დამარცხებაა.“

„მარსელო ვიეირა სრულ მზადყოფნაშია. ისკომ რეაბილიტაციის შემდეგ 2 მატჩი გამართა და მოედანზე გასვლა შეუძლია. სასტარტო შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტ, ახლა ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ ვიმოქმედებ.“

„დანი კარვახალი არ გვეყოლება, მაგრამ მარჯვენა ფლანგის გამაგრების შესაძლებლობა ოდრიოზოლას და ნაჩოს აქვთ, ამიტომ დანაკლისს ვერ ვიგრძნობთ.“

„კატალონიაში ენთუზიაზმით ჩავალთ და ასევე მონდომებით ვეცდებით 3 ქულის მოპოვებას. ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ეჭვი არ გვეპარება, რომ მადრიდელთა მცირე არმია „ნოუ კამპზეც“ იჩენს თავს.“

„უმნიშვნელოვანესი მატჩი? მე ვფიქრობ, რომ ჩემ კარიერაში „ელ კლასიკოზე“ დიდი მნიშვნელობის მატჩი არ ჩამიტარებია, ეს განსხვავებული დაპირისპირებაა.“

„წაგების შემთხვევაში გუნდს დავტოვებ? ამას ახლა თქვენგან ვიგებ.მე მშვიდად ვმუშაობ და ფოკუსირებას მხოლოდ გამარჯვებაზე ვახდენ, არ მაინტერესებს სხვა ჭორები.“

„სერხიო რამოსი დიდებული კაპიტანია და მისი იმედი მაქვს. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი „ნოუ კამპზე“ დიდ როლს შეასრულებს.“

„თუ გავიმარჯვებთ ძალიან ბედნიერი ვიქნები. „რეალს“ ამ სტადიონზე არაერთხელ მოუგია და თუ კვლავ ასე მოხდება სიურპრიზი არავისთვის იქნება.“

  • Hala
  • 28 ოქტომბერი 2018
  • 1 707
  • 2

1

28 ოქტომბერი 2018 13:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარვახალი არ იქნება და ოდრიოზოლა თუ დავაყანე დანაკლის ვერ ვიგრძნობთო.ეს საერთოდ ნორმალური თუარის??!!!

2

28 ოქტომბერი 2018 14:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პლზენს ძლივს მოუგეთ და ცეესკასთან წააგეთ ვაფშე რა თამაშებს ვერ იგებს სევილიამ ჩაგაჯვათ და ბარსამ სევილია გაანადგირა რისი მომგებია რეალი ტრაკში კუილს ვერ იკავებს კაითრა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)