რაული:„მესის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გადამწყვეტი არა“
რაულ გონსალეს ბლანკომ „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა...
„მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და დაძაბულობა პიკს აღწევს, თუმცა ჟულიენ ლოპეტეგი ცდილობს, რომ ფეხბურთელები პრესისგან იზოლირებულები იყვნენ და ათასგვარი სისულელე არ წაიკითხონ. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ კონცენტრაციას „ნოუ კამპზე“ გაკეთდეს.“
„მესის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ არა გადამწყვეტი. „ბარსელონას“ რიგებში არგენტინელის გარდა არაერთი ვარსკვლავი გამოდის.“
„ფავორიტი არასდროს არსებობს. „რეალს“ კატალონიაში არაერთხელ მოუგია და პირიქით, „ბარსელონას“ სანტიაგო ბერნაბეუზე, აქედან გამომდინარე, სისულელედ მიმაჩნია იმის თქმა, რომ ერნესტოს გუნდს საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს და მატჩის მოგება უფრო მარტივად შეუძლია. მეტსაც გეტყვით, „ბლაუგრანას“ უფრო მეტი წნეხი ექნება, ვიდრე „ბლანკოსს“, ვინაიდან გულშემატკივრები მაქსიმალურ შედეგს მოითხოვენ.“
„რონალდუ „იუვენტუსის“ ფეხბურთელია, ამიტომ „ელ კლასიკოსთან“ არ ასოცირდება. გასაგებია, რომ მესის და პორტუგალიელის გარეშე ეს დაპირისპირება ზოგიერთს წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ გაიხსენეთ ჩავის, კლიუვერტის, კოკუს, რონალდინიოს და რაულის, რონალდოს, კარლოსის, ფიგუს და სხვების დაპირისპირებები. თაობები იცვლებიან, თუმცა „ელ კლასიკო“ სტატუსს არ კარგავს.“
- 25 ოქტომბერი 2018
- 2 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.