ისკო:„უნდა ვაღიაროთ, რომ რონალდუს შემცვლელი არსად მოიძებნება“
ისკო ალარკონმა „პლზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მოხარული ვარ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდის დახმარება შემიძლია. განაცხადში აუცილებლად ვიქნები და იმედი მაქვს, მოედანზე გასვლის შანსიც მომეცემა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ დროულ დაბრუნებაზე ვოცნებობდი.“
„5 წლის განმავლობაში 4-ჯერ შევძელით ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამას ალბათ ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა. ფაქტია, რომ „რეალისგან“ ყოველთვის ბევრს მოითხოვდნენ, თუმცა ახლა ყველაზე მეტს მოითხოვენ.“
„გუნდში არ არის იდეალური სიტუაცია, ვინაიდან ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა, რომ შედეგები გამოსწორდება.“
„კრიშტიანო რონალდუს შემცვლელის მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელია, პორტუგალიელი „ბლანკოსისშთვის“ არნახულ ძალას წარმოადგენდა. როდესაც „7“-იანი მოედანზე იყო, მის მიმართ ყურადღებას მეტოქე გუნდის მინიმუმ 2 ფეხბურთელი იჩენდა, ის მარტო არასდროს იყო.“
„გუნდში მშვიდი ვითარებაა, ვფიქრობ, რომ კარგი ატმოსფერო გვაქვს და ამ ყველაფერს შედეგებში ავსახავთ.“
„ცუდ სერიაზე პასუხისმგებელი არა ლოპეტეგი, არამედ მთელი გუნდია, ამიტომ არ ვთვლი, რომ მთავარი მწვრთნელი კრიტიკას იმსახურებს.“
„„ცსკასთან“ და „ლევანტესთან“ მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, თუმცა ასე მოხდა. ვფიქრობ, ფატალურ გაუმართლებლობასთან ერთად ფსიქოლოგიური წნეხიც იზრდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში წარუმატებელი თამაშები განაპირობა.“
„„ვიქტორ პლზენთან“ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დინამიკა შევცვალეთ. ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქულის მოპოვება „ელ კლასიკოს“ წინ განწყობას შეგვიქმნის.“
„ლოპეტეგი გუნდში ახალი მოსულია, მას დრო უნდა მიეცეს, რათა ყველას დაანახოს, რა პროექტი აქვს და რისი გაკეთება შეუძლია.“
„ჩვენ პროფესიონალები ვარ და არ ვფიქრობ, რომ პრესაში გავრცეებულ ათასგვარ სისულელეს ჩვენზე ზეგვლენის მოხდენა შეუძლია.“
- 22 ოქტომბერი 2018
- 7 054
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.