ლოპეტეგი:„თანამდებობას ჩემი ნებით არ დავტოვებ“
ჟულიენ ლოპეტეგიმ „ლევანტესთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო საშინელი უსამართლო. ამდენი დარტყმა, ამდენი მომენტი და მხოლოდ 1 გოლი. ვუთანაგრძნობ ფეხბურთელებს, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან მათ არ გაუმართლათ.“
„დარწმუნენებული ვარ, ასეთ ფატალურ გაუმართლებლობას ადგილი აღარ ექნება და ყველაფერი დინამიკაში ჩადგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სვლა.“
„წინ ჩემპიონთა ლიგაა და ყურადღებით გადატანა სწორედ „ვიქტორია პლზენთან“ მატჩზე გვმართებს.“
„მზად ვარ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ვიგრძნობ, რომ ჩემი არ სჯერათ და ჩემი აქ ყოფნა არ სურთ. სხვა შემთხვევაში, მუშაობას განვაგრძობ და მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდები.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ბერნაბეუზე შეკრებილ საზოგადოებას ბოლომდე სჯეროდა, რომ ვითარებას შევცვლიდით. პუბლიკა იმსახურებს წარმატებას.“
- 20 ოქტომბერი 2018
- 6 264
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.