„რეალმა“ ჰარი კეინის ოფიციალური ფასი დაასახელა
მადრიდის „რეალი“ ლონდონურ „ტოტენჰემთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფლორენტინო პერესს ჰარი კეინი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ინგლისელის შეძენის შემთხვევაში თავდამსხმელის პრობლემას მოაგვარებს...
Defensacentral-ის ინფორმაციით, პერესის წარმომადგენლები ლონდონს ეწვევნენ და ჰარის ოფიციალური ფასი წარადგინეს. რა იგულისხმება ოფიციალურ ფასში? ციფრი, რომელზე მეტსაც პერესი ინგლისელ ფორვარდში არ გადაიხდის. ეს თანხა 140 მილიონი ევროა.
მადრიდში თვლიან, რომ 140 მილიონი აბსოლუტურად საკმარისია კეინის შესაძენად და ჰარი უნდა დაფიქრდეს, ვინაიდან „რეალში“ გადასვლის შანსი მეტჯერ შესაძლოა აღარც მიეცეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბლანკოსი“ კეინს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და მისი წლიური ხელფასი 11 მილიონი ევრო იქნება.
- 18 ოქტომბერი 2018
- 4 154
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.