ბაპტიშტა:„ვინიციუსმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო ბაპტიშტამ „ბლანკოსში“ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...
„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალს“ დრო სჭირდება. ეს არის გარდამავალი პერიოდი, გუნდი სწავლობს კრიშტიანო რონალდუს გარეშე თამაშს, ასევე კოლექტივს ახალი მწვრთნელი ჩააუდგა სათავეში, რომელსაც საკუთარი სტილის დანერგვა უწევს.“
„ვინიციუს ჟუნიორი ძალიან ნიჭიერია წინახაზელია, მასზე მთელი ბრაზილია დიდ იმედებს ამყარებს. ვთვლი, რომ „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, ახლა კი მას მოთმინება მოუწევს.“
„ლა ლიგის უდავო ფავორიტები „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან, თუმცა წლევანდელ სეზონში ამ ორ კლუბს საქმე მარტივად არ ექნება, ვინაიდან „სევილია“ და „ატლეტიკო“ არაფერს დათმობენ.“
- 17 ოქტომბერი 2018
- 2 623
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.