მორიენტესი;„„ელ კლასიკოს“ მოგება ავტომატურად ნიშნავს ვითარების შეცვლას“
ფერნანდო მორიენტესმა მოახლოვებული „ელ კლასიკოს“ მნიშვნელობაზე ისაუბრა...
„დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ „რეალს“ და „ბარსელონას“ ცუდი დრო დაუდგათ და არასასურველ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა საქმე იმაშია, რომ ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა და ყველა გუნდს მიეცა იმის საშუალება, რომ გრანდის დამარცხება შეძლოს. დიახ, ჩვენ ვხედავთ ჩემპიონატს, სადაც „რეალი“ და „ბარსელონა“ ყველა მატჩს ვეღარ იგებენ და ამაში ცუდი არაფერია.“
„ლოპეტეგის მმართველობას ჯერ ვერ შევაფასებ, ვინაიდან ის სულ ახლახანს დაინიშნა და გეგმები კიდევ განსახორციელებელი აქვს. მე ვფიქრობ, რომ მას დრო უნდას მისცენ.“
„ელ კლასიკოს“ დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, „ბარსელონას“ დამარცხება ავტომატურად ნიშნავს ვითარების გამოსწორებას.“
- 17 ოქტომბერი 2018
- 1 248
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.