Corriere dello Sport: მოდრიჩს "რეალიდან" წასვლა სურს
ლუკა მოდრიჩს მადრიდის "რეალის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
33-წლის ფეხბურთელი "რეალში" არსებული ვითარებით უკმაყოფილოა, ხორვატს გუნდის
დატოვება სურს.
"ინტერს" ფეხბურთელის ყიდვა ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ "რეალმა" ფეხბურთელთან განშორებაზე უარი განაცხადა.
მოდრიჩს იულენ ლოპეტეგთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ფლორენტინო პერესთან მისი ურთიერთობა კი ცივია.
ასე თუ ისე, მადრიდის "რეალი" დათანხმდება მოდრიჩის გაყიდვას იმ შემთხვევაში, თუ
ვარსკლავურ ფეხბურთელს შეიძენს.
კლუბის ინტერესების სფეროში "პარი სენ ჟერმანის" თავდასხმელები ნეიმარი და კილიან მბაპე შედიან.
- 14 ოქტომბერი 2018
- 4 227
- 50