„რეალი“ მომდევნო ზაფხულს ერიკსენის და რაბიოს შეძენას გეგმავს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კრისტიან ერიკსენი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი იქნება. დანიელი ნახევარმცველი ფლორენტინო პერესის ფავორიტია. პრეზიდენტი თვლის, რომ ერიკსენი ლუკა მოდრიჩის ბრწყინვალე შემცვლელი იქნება და ხორვატის წასვლით არსებული პრობლემა ამ ტრანსფერით მარტივად მოგვარდება...
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ ერიკსენთან ერთად ადრიენ რაბიოს ტრანსფერზეც იმუშავებს.
23 წლის მოთამაშეზე პრეტენზიას „მილანი“ და „ბარსელონაც“ აცხადებენ.
ფრანგთან დაკავშირებით „პსჟ“ სიახლეს არ გვთავაზობს, მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2020 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრიენმა ან ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი, ანაც მომდევნო ზაფხულს გუნდს აუცილებლად დატოვებს, სხვა შემთხვევაში, 2020 წელს პარიზულ კლუბს უნიჭიერესი ფეხბურთელის უფასოდ გაშვება მოუწევს, რაც ნამდვილად ვერ შევა ალ ჰელაიფის გეგმებში.
- 13 ოქტომბერი 2018
- 2 468
- 45