დავიდ სილვა "რეალში"?

როგორც საკმაოდ გავლენიანი წყარო - As.com იუწყება, "ვალენსიას" ლიდერმა შესაძლოა მადრიდის "რეალში" ამოყოს თავი.

სეზონი სწორედ, რომ გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ამ დროს ფლორენტინო პერესი აგრძელებს ტრანფერების გაჩარხვას. ამჯერად მისი სამიზნე ესპანეთის ნაკრების მომავალი - დავიდ სილვაა.

ბოლო მატჩებში, გუნდს აშკარად ეტყობა ცენტრში პრობლემები, რის გამოც ხელმძღვანელობას უჩნდება სილვას გუნდში მიყვანის სურვილი. როგორც ჩანს, დონ პერესი არ ენდობა ცენტრში მოთამაშე მადრიდელებს.

როგორც ვიცით, სამეფო კლუბი დავიდის შეძენას ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა, მაგრამ ღამურებმა შემოთავაზება უარყვეს. ახლა კი რეალი მზადაა ხსენებულ მოთამაშეში 30 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ ერთი პრობლემაა. ტურინის "იუვენტუსიც" ანალოგიურ თანხას სთავაზობს ესპანელს. აქ კი უკვე დიდი მნიშვნელობა თვითონ ფეხბურთელის სურვილს მიენიჭება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მადრიდული გრანდი არ აპირებს სილვაში დიდი თანხის გადახდას. ამის მთავარი მიზეზი კი წინა წელს ასტრონომიული თანხის დახარჯვა გახლავთ.

უკვე დროა, დავიდმა მომდევნო ნაბიჯი გადადგას მის კარიერაში და რომელიმე გრანდში ამოყოს თავი. მოთამაშე ასევე "ბარსელონასაც" სურს, ასე, რომ "მერენგებს" დიდი ბრძოლა მოუწევთ მის საყიდლად.

არსებობს ერთი ფაქტორიც. მადრიდის "რეალი" სილვაზე მთლიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ "ვიკინგები" ვერ მოახერხებენ სესკ ფაბრეგასის შეძენას, რამეთუ ეს უკანასკნელი მადრიდელთა უმთავრესი სამიზნეა.


ინფორმაციის წყარო:as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)