რიბერი პერსონა N1
რიბერი არის ფეხბურთელი რომელიც სატრანსფერო პერიოდში ნომერ პირველი იქნება.
ყველა ხედავს ფრანგის თამაშს, რომელსაც ის თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებს. ის ფანტასტიურად მოერია ტრავმას. აჩვენებს იმ ფეხბურთს რის გამოც დონ ფლორენტინო ცდილობს მის შეძენას. მისი თამაში "წითელ ეშმეკაებთან" შეუდარებელი იყო. სრულიად საფეხბურთო სამყარო თვლის, რომ ამ ზაფხულს სატრანსფერო ციებცხელებისას რიბერი იქნება პერსონა N1.
ბერნაბეუ ფრანგის მოლოდინშია. თავის მხრივ რიბერიც უარს ამბობს ახალ კონტრაქტზე რომელსაც "ბაიერნი" სთავაზობს. მას კონტრაქტი 2011 წლის იანვარში ეწურება და სწორედ ამიტომ არის უამრავი საუბარი მის ირგვლივ. აშკარად ჩანს, რომ ფეხბურთელი გერმანიაში დარჩენას აღარ აპირებს.
14 მარტს ფრენკმა მიიღო პირველი შეთევაზება ჰიონესისგან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელიც უარით გაისტუმრა. ამ ყველაფრის ფონზე ჰიონესმა აღიარა, რომ წინასწარი მოლაპარაკება არსებობდა მადრიდელებთან, ხოლო გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ ფრანგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი იმას ნიშნავს, რომ ის დატოვებს გუნდს.
აქვე მიდის საუბრები "რეალის" კონკურენტებზე (რიბერისთვის ბრძოლაში). ესენი არიან "ჩელსი", "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი". ძალზედ ბევრ გუნდს სურს "გალის" ხილვა საკუთარ რიგებში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რიბერიმ ყველა უარყო ესპანეთის გარდა. ასევე მისი მადრიდში გადმობარგების მთავარი და ყველაზე დიდი მიზეზი ზინედინ ზიდანი გახლავთ, რომელიც ხედავს ფრენკს თეთრებში.
თავის მხრივ ფლორენტინო პერესი ელოდება ზაფხულს და თვლის, რომ რიბერი გალაქტიკოს ერთ-ერთი ნაწილია. იგი მზად არის გაიღოს თანხა მის შესაძენად.
ინფორმაციის წყარო: as.com
by: aqilevs
- 1 აპრილი 2010
- 2 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.