დი სტეფანოს პირველი გაბრწყინება მადრიდის რეალში

მას შემდეგ რაც არგენტინელი მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩაირიცხა, დაიწყო სამეფო კლუბის ახალი ისტორია.

1953-54: დი სტეფანოს ერას დასაწყისი

21 წლის შემდეგ! მადრიდის რეალმა მოახერხა და გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამ წლიდან იწყება ესპანური ფეხბურთის ახალი ეტაპი, რაშიც ალფრედო დი სტეფანოა "დამნაშავე". ფეხბურთის მოყვარულებს მიაჩნდათ, რომ აქედან დაიწყებოდა მადრიდის რეალის აღორძინება. ამისთვის კი ორი ძირითადი მიზეზი არსებობდა. უპირველეს ყოვლისა სამეფო კლუბის საშინაო "არენა" გახდა სანტიაგო ბერნაბეუ, რომელსაც დიდხანს ელოდნენ ბლანკოსის ქომაგები და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, მადრიდის რეალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიმა დი სტეფანომ სწორედ ამ სეზონში მოირგო თეთრი მაისური.

მადრიდის რეალის ფეხბურთელები დასახულ მიზანს თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ზედიზედ ხუთი მატჩის მოგება მოახერხეს, მაგრამ მეექვსე მატჩი "მეფეებმა" დეპორტივოსთან დათმეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრაში მადრიდის რეალს ორი წამყვანი ფეხურთელი ნავარო და დი სტეფანო აკლდნენ. შემდეგ მატჩში კი ბლანკოსმა 5:0 გაანადგურა კატალონიის ბარსელონა. მადრიდის რეალმა მეორე წრეშიც მოახერხა კატალონიელთა დამარცხება, თუმცა ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კი თეთრებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს ვალენსიასგან, მას შემდეგ რაც 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მადრიდის რეალის გამარჯვებების სულისჩამდგმელი კი ალფრედო დი სტეფანო გახდა, რომელმაც 29 გოლს მოუყარა თავი და ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

  • SunSay
  • 31 მარტი 2010
  • 2 737
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)