ინტერს რეალის ორი ფეხბურთელი სურს
მილანის ინტერი დაინტესებულია მადრიდის რეალის ორი ფეხბურთელით, ესენი არიან ვან დერ ვაარტი და უესლი სნეიდერი...
იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ვან დერ ვაარტთან კავშირი ჰქონდათ იტალიელებს და ჰოლანდიელისგან სიტყვიერი თანხმობაც მიიღეს, რაც შეეხება სნეიდერს , ჰოლანდიელთან დაკავშირებით საუბარი იყო იჯარით აყვანაზე მაგრამ როგორც ჩანს მასიმო მორატის სურს, რომ ორივე ფეხბურთელი გადაიბიროს.
როგორც გამოცემა Sky Sport იუწყება, მასიმო მორატი მზადაა ორივე ფეხბურთელში გადაიხადოს 34 მილიონი ევრო და ორივეს გაუფორმოს 4 წლიანი ხელშეკრულება. რაფაელი რეალიდან ნამდვილად წავა და სავარაუდოდ იგი იტალიას მიაშურებს, ხოლო რა იქნება სნეიდერზე ჯერჯერობით გაურკვეველია, ინტერის ხელმძღვანელობა 34 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, შემდეგ კი მადრიდელთა პასუხს დაელოდება.
- 4 აგვისტო 2009
- 1 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.