1990: ტიტულთან ახლოს
1990 წლის 31 მარტს მადრიდის სარაგოსამ მადრიდის რეალს უმასპინძლა. სამეფო კლუბმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე გუნდი და ჩემპიონობისთვის ნაბიჯი გადადგა წინ.
ამ მატჩისთვის სარაგოსას ოთხი ფეხბურთელი აკლდა. ესენი იყვნენ: ლორდი, ფრიარსი, ხულია და ბელსუე, როდესაც მადრიდის რეალში ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა: ბუიომ, ჩედომ, შუსტერმა და უგო სანჩესმა დაიწყეს მატჩი.
მატჩი ორივე კლუბმა აქტიურად დაიწყო და თითო-თითო საგოლე მომენტი გაცვალეს. მეცხრე წუთზე მადრიდის რეალის თავდამსხმელს ლოსადას ჰქონდა შანსი, თუმცა მას მეკარემ აჯობა. არც სარაგოსელ ფორვარდს გაუმართლა, იგუერამაც ვერ გამოიყენა თავისი მომენტი. პირველი ტაიმში ორივე გუნდმა მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
მეორე ტაიმი გუნდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა მაინც ფრთხილობდნენ, ვინაიდან გოლის გაშვების ეშინოდათ. სამეფო კლუბს აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება, ამიტომ უფრო აქტიურად შეუტია, რასაც საბოლოოდ შედეგი მოჰყვა. ალდანმა მცველს ბურთი „მოპარა“ და გამარჯვების გოლი გაიტანა.
1989/90 სეზონში მადრიდის რეალმა მოიპოვა ლა ლიგას ტიტული, რაც ნაწილობრივ ამ მატჩში მიღწეული გამარჯვებითაც იყო განპირობებული. მოგვიანებით ამ სეზონს „რეკორდების სეზონი“ უწოდეს.
1989/90 წლებში დამყარებული რეკორდები:
მადრიდის რეალმა მოიპოვა 5 ტიტული, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 25-ჯერ აწიეს ლა ლიგის თასი. მადრიდის რეალის მწვრთნელმი აღიარეს საუკეთესოდ, აგრეთვე მადრიდის რეალში თავი გამოიჩინა ფერნანდო იერომ. ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს კამაჩო და მაკედა, რომლებიც მადრიდის რეალის შემადგენლობაში ირჯებოდნენ.
იმ სეზონში „ბლანკოსმა“ ზემოთჩამოთვლილი რეკორდების გარდა კიდევ არაერთი დაამხო და გაუსწრო ბარსელონას ახალი შედეგებით. მიუხედავად ამისა სამეფო კლუბმა სეზონი ცუდად დაიწყო, მან მარცხი იწვნია მეექვსე და მეცხრე ტურებში, თუმცა ამ ორი წაგების შემდეგ კლუბმა საგრძნობლად მოუმატა და მას შემდეგ თამაში აღარ დაუთმია.
სარაგოსასთან მატჩამდე მადრიდის რეალი ბარსელონას დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა, ამ მოგებით ბლანკოსი დაეწია კატალონიელებს ქულებით და თეთრებს ისღა დარჩენოდათ ბარსელონაზე მეტი გოლი გაეტანათ, ამის გაკეთება კი ბიჭებს დიდი შრომის ფასად დაუჯდათ. ტოშაკის შეგირდებმა იმ სეზონში 107 გოლი გაიტანეს, აქედან 38 უგო სანჩესმა „შეაგდო“, რომელმაც პიჩიჩის ტიტულიც მოიპოვა.
მადრიდის რეალს თავისი ისტორიის მანძილზე უამრავი რეკორდი აქვს დამყარებული, რომლის დამხობაც ხშირად წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა „ბლანკოსის ფეხბურთელებს და მანუელ პელეგრინის აქვთ შესანიშნავი პირობა, რათა 20 წლის შემდეგ მიმდინარე სეზონი მადრიდის რეალისთვის კვლავ შერაცხონ როგორც „რეკორდების სეზონი“.
- 31 მარტი 2010
- 3 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.