ლოპეტეგი:„თანამდებობას დავტოვებ თუ ჩავთვლი, რომ სიტუაციას ვერ გამოვასწორებ“
„მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ მოსკოვში თამაში იოლი არ არის და „ცსკა“ ყველაფერს გააკეთებდა მოსაგებად. მინდა გითხრათ, რომ უამრავი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით. მხოლოდ პირველ ტაიმში 100%-იანი მომენტები გვქონდა, თუმცა ბურთი ხან ძელს ხვდებოდა, ხანაც ხარიხას.“
„კარიმ ბენზემა ბრწყინვალე გზას ადგას, ამიტომ მისი კრიტიკა აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია. ფრანგი 90 წუთის მანძილზე ძალიან ბევრს მუშაობს და ცდილობს კოლექტივს დაეხმაროს.“
„რეგილონის დებიუტი შესანიშნავი იყო, თუმცა მან მარცხით დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ის ბედნიერია.“
„კარვახალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ.“
„„რეალის“ მწვრთნელის პოსტს დავტოვებ, თუ ჩავთვლი, რომ სიტუაციის გამოსწორება არ შემიძლია. ახლა ამ აზრზე არ ვარ.“
- 3 ოქტომბერი 2018
- 5 350
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.