ვარანი:„მოსკოვის სტადიონი ჩემთვის ყოველთვის საოცარი იქნება“

რაფაელ ვარანმა „ცსკა“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ვფიქრობ, გუნდი 100%-ით მზად არის და საკამოდ რთულ მეტოქესთან წარმატების მიღწევას შეძლებს.“

„ნებისმიერი გუნდი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებით ემზადება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება. ლა ლიგის მატჩები ხშირია, ჩემპიონთა თასზე კი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. ძალიან კარგად ვიცით ჩვენი შესაძლებლობები და ვთვლით, რომ გამარჯვება შეგვიძლია, მთავარია სწორი მიდგომა და ინტენსიური ფეხბურთის თამაში.“

„მე არ ვთვლი, რომ იდეალური გრაფიკი გვაქვს. 3 დღეში ერთხელ თამაში მარტივი არ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერზე შეგუება გვიწევს, ჩვენ „რეალი“ ვართ. გუნდი, რომელიც ყველა ჯილდოზე აცხადებს პრეტენზიას.“

„ვითამაშებ თუ არა ხვალ მწვრთნელი გადაწყვეტს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე 60-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და ამ ტურნირზე დიდ გამოცდილებას ვფლობ.“

„მადრიდში მერვე სეზონი მაქვს და ეს საიდუმლო არავისთვისაა. ვფიქრობ, ამაყი უნდა ვიყო, რომ საოცნებო კლუბის ღირსებას ვიცავ. მუდმივად მოტივაციით ვივსები და მსურს, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვიყო.“

„მეკარეების მხრივ უდიდესი რესურსი გვაქვს. ლოპეტეგის აქვს ის კომფორტი, რომელიც არ აქვს ყველა მწვრთნელს. ნამდვილად არ ვიცი, რომელი თანაგუნდელი დაიცავს ჩვენს კარს „ცსკა“-ს წინააღმდეგ მატჩში.“

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2018
  • 1 383
  • 1

1

2 ოქტომბერი 2018 11:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაფას შეუძლია კარიერის ბოლოს ძაან მაღლა იდგეს ისეთი შედეგები და კარიერა აქვს :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)