მესი:„რა თქმა უნდა, რონალდუს გარეშე ბევრი გოლის გატანა რთულია“

ლიონელ მესის მადრიდის „რეალის“ მიმდინარე შედეგების შესახებ ჰკითხეს...

„სამეფო კლუბს ჰყავს რამოსი, ასევე მარსელო, რომელიც ძალიან ეფექტურია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“

„ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის პარტნიორობაზე ალბათ ბევრი ოცნებობს, თუმცა ვერცერთი ზემოხსენებული ფეხბურთელი ვერ შეცვლის რონალდუს და ვერ მოახერხებს იმდენი გოლის გატანას, რამდენსაც კრიშთიანო იტანდა. პორტუგალიელის გარეშე დარჩენილ „რეალს“ არ შეუძლია, რომ იმდენი გაიტანოს, რასაც მასთან ერთად იტანდა, ეს ხომ ბუნებრივი და ნათელია.“

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2018
  • 5 299
  • 11

1

2 ოქტომბერი 2018 00:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
რონის წასვლით რეალს სეზონში 50 გოლი დააკლდა,მარცხენა ფლანგი მოკვდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე დასწრებაზე ვერავინ თამაშობს, თავისუფალი სივრცეები აღარ ჩნდება და +შემცვლელი არ არსებობს და უნიჭოთა ბარდაგია რეალში.
რეალის თავდასხმას წარმოადგებს არასტაბილური და ტრავმიანი ბეილი, ყოვლად უსარგებლო მკვდარი ბენზემა, ღორი ასენსიო და ერთფეროვანი ვასკესი გამოუცდელ არამრავალმხრივ მარიანოსთან ერთად.პირდაპირ გარანტიაა წარმატებული სეზონის.

2

2 ოქტომბერი 2018 00:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ახლა გადავამოწმებ მართლა თქვა თუ არა. თუ არ უთქვამს ესე იგი ამ საიტზე სიახლეების ნახევარს ვერ ენდობი

ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე
ეს სტატია მოგონილია!
საინტერესო მხოლოდ ისაა ადმინს რაში ჭირდება მსგავსი სისულელეების დადება

3

2 ოქტომბერი 2018 00:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 247
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: KingLeo10m
ახლა გადავამოწმებ მართლა თქვა თუ არა. თუ არ უთქვამს ესე იგი ამ საიტზე სიახლეების ნახევარს ვერ ენდობი

ვერაფერი მსგავსი ვერ ვნახე
ეს სტატია მოგონილია!
საინტერესო მხოლოდ ისაა ადმინს რაში ჭირდება მსგავსი სისულელეების დადება

statia romel saatze daido daxede?tradicia tradiciaa 23:58

4

2 ოქტომბერი 2018 01:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
რა ამ ჯუჯელანს იდი ნაცუი რომ ქნას არა

5

2 ოქტომბერი 2018 04:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რონიმ კარიერა გაუნადგურა :))) მაგრამ ესეც ერთ ერთი საუკეთესოა ისტორიაში რაც მართალია მართალია :)))

6

2 ოქტომბერი 2018 09:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: anireal
რონიმ კარიერა გაუნადგურა :))) მაგრამ ესეც ერთ ერთი საუკეთესოა ისტორიაში რაც მართალია მართალია :)))

ვის?

7

2 ოქტომბერი 2018 10:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ronim tu messim axoxa?

8

2 ოქტომბერი 2018 11:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ავტორიტეტული გამოცემა El Mundo-ს ჟურნალისტებმა, დეტალურად მიმოიხილეს კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლის საკითხი და მისი რეალური მიზეზები.

ყველაფერი 2017 წლის 11 მაისს დაიწყო. კრიშტიანუმ ჟორჟე მენდეშის ვილაზე იურისტები დაიბარა, იმისთვის, რომ გაეგო, თუ საიდან წარმოიქმნა ეს მრავალმილიონიანი ვალი სახელმწიფოს წინაშე. El Mundo უმცირეს დეტალებსაც კი წერს - დაწყებული იატაკის ფერიდან (შავი) და მერილინ მონროს სურათებით აჭრელებული ალბომით დამთავრებული. გაზეთში ის ფოტოც კი არის, რომელიც შეხვედრიდან რამდენიმე წუთში იყო გადაღებული. მასზე, იურისტი, კარლოს ოსორიო, დივანზე წევს და გონზე მოსვლას ცდილობს. აშკარაა, რომ გამოცემას, დეტალების შესახებ, უამბო ვიღაცამ, ვინც 11 მაისს, კრიშტიანუსთან ერთად, ერთ მაგიდაზე იჯდა.

შეხვედრა სრულ სიჩუმეში იწყებოდა. იურისტებმა არ იცოდნენ, თუ რას მოიმოქმედებდა რონალდუ.

- ვის აკისრია ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა? - დაიწყო რონალდუმ. მან მიმართა კარლოს ოსორიოს, მენდეშის რეკომენდირებულ ადამიანს.

- მე არანაირი განათლება არ მაქვს, - გააგრძელა რონალდუმ და ეს არ იყო მშვიდი და დალაგებული საუბარი. - ერთადერთი რამ, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებდი - ფეხბურთის თამაში იყო. სულელი არ ვარ, ამიტომ, არავის ვენდობი. სწორედ ამიტომ, ვიყვან კონსულტანტს, რომელსაც მის მოთხოვნებზე 30%-ით მეტს ვუხდი. ამიტომ, პრობლემები არ მსურს.

- კრიშ, ამის პასუხისმგებლობა ჩემს კისერზეა. - უპასუხა ოსორიომ. - მშვიდად, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლებთ.

როგორც El Mundo წერს, ოთახში მყოფთაგან ძალიან ბევრი ხვდებოდა, რომ ყველაფერი კარგად არ არის. საგადასახადო სამსახური რონალდუს მკაცრად ეპყრობოდა. პორტუგალიელს უდიდესი ჯარიმა და მასთან ერთად, პირობითი პატიმრობაც ემუქრებოდა. კრიშტიანუ ვერ ხვდებოდა, როგორ მოხდა ყველაფერი.

- მე არასდროს მითქვამს, რომ გადასახადები არ უნდა გადავიხადოთ! - ბრაზდებოდა რონალდუ. - მსურს ვიცოდე, რა მოხდა! ვერაფერს ვერ ვიგებ, გადასახადებს ხომ სპონსორები იხდიან? რატომ წამიყენეს მათ ბრალდება მე?

კრიშტიანუ დარწმუნებული იყო, რომ მისმა კომპანიამ, Tollin Associates-მა, თანხა გადასახადების გამოკლებით მიიღო. ის ვერ იგებდა, რატომ არ ექმნებოდა მსგავსი პრობლემები ინგლისში. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ინგლისში მსგავსი საკითხების მოგვარებას უცხოურ ფირმებს აბარებენ, ესპანეთში კი, ყველაფერი უფრო რთულადაა. "რეალში" გადასვლის შემდეგ, რონალდუმ ოსორიოს სთხოვა, რომ ესპანური კანონების ნიუანსები გაერკვია. მაგრამ, არავინ, არაფერი მოიმოქმედა.

6 მომენტი, რის გამოც რონალდუმ "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

1. კრიშტიანუს მიაჩნდა, რომ ფლორენტინო პერესი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოახერხებდა. მსგავს პრობლემას მესი, მასკერანო და "ბარსას" სხვა ფეხბურთელებიც წააწყდნენ, მაგრამ, იქ, საკითხს შემუშავებული გეგმის მიხედვით აგვარებდნენ. რონალდუს კი, გვერდში არავინ დაუდგა. კლუბმა აშკარად განაცხადა, რომ ფეხბურთელის არასაკლუბო პრობლემები - მისივე საქმეა. პერესმა პორტუგალიელის გამო ხელისუფლებასთან კონფლიქტში ჩარევა ვერ გარისკა, რონალდუმ კი ეს ღალატად მიიჩნია.

2. "რეალს" ყველაფრის გამოსწორების შანსი ჰქონდა. რონალდუმ ითხოვა, რომ კლუბს მისი საგადასახადო პრობლემებთან არსებული ჯარიმები ახალი კონტრაქტის დახმარებით დაეფარა. ოსორიომ კონტრაქტში პუნქტიც კი აღმოაჩინა, რომლის თანახმადაც, "რეალი" ვალდებული იყო, მოულოდნელი საგადასახადო პრობლემების შემთხვევაში, ფეხბურთელისთვის დახმარება გაეწია, მაგრამ, კლუბმა ეს თხოვნაც დააიგნორა.

3. შემდეგი მიზეზი აქამდეც ცნობილი იყო - კრიში ბრაზდებოდა, რომ ხელფასებით, მსოფლიოს მხოლოდ მესამე ფეხბურთელი იყო. მესის ახალი კონტრაქტისა და ნეიმარის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, ორივე ეს ფეხბურთელი რონალდუზე გაცილებით ბევრს იღებდა.

4. რონალდუ სერიოზულად ბრაზდებოდა იმის გამო, რომ "რეალის" მთავარი ადამიანები, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად, ალფრედო დი სტეფანოს ასახელებდნენ. "ისინი მუდამ ასე ამბობენ. არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ მე დამასახელონ." - ეუბნებოდა რონალდუ უახლოეს წრეში მყოფ ადამიანებს.

5. ბოლოს, "რეალმა" ფეხბურთელს წინადადებით მაინც მიმართა. კლუბმა მას ხელფასის სახით სუფთა 25 მილიონი შესთავაზა, რომელიც, შესაძლოა, 30 მილიონამდეც გაზრდილიყო, თუ ფეხბურთელი გარკვეულ სატურნირო პირობებს შეასრულებდა. რონალდუმ ეს უპატივცემლობად მიიჩნია.

6. კრიშტიანუს ყურამდე მივიდა ამბავი, რომ მისით ზიდანია უკმაყოფილო. მწვრთნელს არ მოსწონდა, რომ გასახდელში, ფეხბურთელი, მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობდა - საკუთარ პრობლემებზე. ზიზუ ხელმძღვანელობას ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.

"მილანი", "იუნაიტედი", "პსჟ"

რონალდუმ ყველაფერი ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში გადაწყვიტა. "ზაფხულში ტრანსფერს არ დავთანხმდი, ახლა კი ვნანობ." - ეუბნებოდა ის მენდეშს. ფეხბურთელს "მილანის" შემოთავაზება ჰქონდა - 150 მილიონი ევრო 5 წელიწადში. კრიში ფიქრობდა, მაგრამ, საბოლოოდ, უარი თქვა.

ფეხბურთელის გარშემო მყოფი ადამიანები ამტკიცებენ - მენდეშს სურდა, რომ რონალდუ "რეალში" დარჩენილიყო და კარიერა ესპანეთში დაესრულებინა. მაგრამ, "რეალი" დარწმუნებულია, რომ აგენტი ფეხბურთელს ტრანსფერისკენ უბიძგებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მასაც უდიდესი საკომისიო თანხა ერგებოდა. ერთ-ერთი პირველი ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. პერესი მაშინ მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და მენდეშთან ჯენტლმენური შეთანხმება დადო: "მომიტანე 100 მილიონი და ის თავისუფალია". - თქვა პრეზიდენტმა. თუმცა, კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა, 1 მილიარდი ევრო, კვლავ გაწერილი იყო. მაგრამ, ტრანსფერამდე საუბარი არ მივიდა.

შემდეგი ვარიანტი - "პსჟ"

ფრანგებმა საკუთარი პირობები წააყენეს, რომელიც რონალდუმ და მენდეშმა არასაჭირო რისკად მიიჩნიეს. პარიზში ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა 31 აგვისტოს სურდათ, რათა "რეალს" ნეიმარის და მბაპეს შეძენისთვის დრო აღარ დარჩენოდა.

ანიელი, "იუვენტუსი"

დეკემბერში, რონალდუმ, მენდეშს თავად სთხოვა, რომ ის "იუვენტუსს" დალაპარაკებოდა: "ეს კლუბი ძალიან მომწონს, ისინი ორგანიზებულნი არიან. არ მავიწყდება, რომ "იუვენტუსი" ჩემს შეძენას ჯერ კიდევ "სპორტინგიდან" ცდილობდა. გადაეცი მათ: "უკანასკნელ ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გახვედით, ჩემთან ერთად კი, ტიტულსაც დაეუფლებით."

ანდრეა ანიელიმ, ალბათ, ისიც იცოდა, თუ რა აწუხებდა პორტუგალიელს "რეალში" და ორი პუნქტით ფეხბურთელის ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა.

1. "იუვენტუსმა" ფეხბურთელს სრული იურიდიული უსაფრთხოების გარანტია მისცა და გადასახადებთან არანაირი პრობლემა აღარ უნდა ყოფილიყო.

2. ტურინელებმა რონალდუს ფიქსირებული ხელფასი შესთავაზეს.

მენდეშს ამ ტრანსფერის უკანასკნელ წუთამდე არ სჯეროდა, მან იცოდა, რომ პერესი, ბოლო ნაბიჯს, ყოველთვის თავად დგამს: "მე იმათ მხარეს დავიჭერ, ვინც გვერდში მაშინაც მედგა, როდესაც ამის გაკეთებას "რეალი" არ აპირებდა. ფლორენტინო პერესი რომ მოვიდეს და ორჯერ დიდი ხელფასი შემომთავაზოს, ჩემთვის უკვე სულერთია. მე "იუვეში" გადავდივარ.

თუმცა, ტრანსფერი, რონალდუს ესპანეთის კანონმდებლობასთან არსებული პრობლემებისგან არ ათავისუფლებდა. წასვლის წინ, ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო. აქ საქმეში პერესი ჩაერთო. პრეზიდენტმა საკუთარი იურისტი წარადგინა - ჩიტინა დელ ვალე. რონალდუს და მენდეშს უთხრეს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების სტრატეგიის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის ციხეში მოხვედრის შანსიც. მათ ურჩიეს, რომ ყოფილი მოსამართლის, ხოსე ანტონიო ჩოკლანის დახმარებით ესარგებლათ.

ახალი მრჩეველები ამბობდნენ, რომ სასამართლოებრივ გარჩევამდე საქმე არ უნდა მივიდეს, შეთანხმების მიღწევა ახლავეა საჭირო, რადგან პროკურატურა 16-წლიან პატიმრობას და 80 მილიონ ევროს, ჯარიმის სახით მოითხოვს. პრობლემა ის იყო, რომ ამ შეთანხმებისთვის, რონალდუს 20 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. კრიშტიანუს ეჭვი ეპარებოდა, შეთანხმების წინააღმდეგი იყო ოსორიოც. ბოლოს, პორტუგალიელს მოუტანეს შეთანხმება, რომლითაც, საგადასახადო მას 18.8 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში შეეშვებოდა. მასზე ხელის მოწერა იყო დარჩენილი.

"მე დამნაშავე არ ვარ." - უპასუხა რონალდუმ.

თუმცა, ის მალევე დაარწმუნეს, რომ თავისუფლების აღკვეთა სრულიად რეალურია. ფეხბურთელმა ხელი მოაწერა. როდესაც კრიში მაგიდიდან წამოდგა, მას ესპანეთთან აღარაფერი აკავშირებდა.

9

2 ოქტომბერი 2018 15:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: anireal
რონიმ კარიერა გაუნადგურა :))) მაგრამ ესეც ერთ ერთი საუკეთესოა ისტორიაში რაც მართალია მართალია :)))

მესის კარიერა გაუნადგურდა???


10

3 ოქტომბერი 2018 01:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: zura.cule
ციტატა: anireal
რონიმ კარიერა გაუნადგურა :))) მაგრამ ესეც ერთ ერთი საუკეთესოა ისტორიაში რაც მართალია მართალია :)))

მესის კარიერა გაუნადგურდა???


11

3 ოქტომბერი 2018 02:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
1998 წლიდან ვუყურებ და ვბალეშიკობ რეალს.... მაგრამ არასდროს არ მახსოვს მიუხედავად წაგებული თამაშის და ანგარიშისა ასე უსახური ფეხბურთი ეთამაშოს და განსაკუთრებით ასეთი შემადგენლობა ყოლოდა...დღეს ვუყურებდი თამაშს და გული მტკიოდა ამ დონის რეალი ამ ვიღაც სირების იმედად... სკამზე მოდრიჩი და საუცრად დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდა ვინიციუსი რომელსაც არანაირ შანს არ აძლევენ სებალიოსების და მისი მსგავსი დეგენერარებისგან განსხვავებით...და
მაინც მოდრიჩი შეგყავს და კაზემირო გაგყაავს.... ვითომ რამე ხედვა აქვს,თუ ფეხბურთელებს დააბრალებს დარიგებებს ვერ ასრულებენო.ისემც მაგის ხედვა მოვ..... ეგ ვერაფერს ხედავდეს...ამოვიდა უბრალოდ ყელში ამდენი ჩააჯმა...ეს ის რეალი არაა რომელიც შეგვიყვარდა....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)