ალბიოლი: "ყოველი მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია"
მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა ისაუბრა ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ სამეფო კლუბს ძალიან რთული მატჩები ელის და ქულათა მაქსიმუმის დაგროვება უნდა შეძლოს.
"ჩვენ 9 თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია და თუ ჩემპიონობა გვსურს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მცირედი ტრავმა მაწუხებს, თუმცა ვეცდები მატჩისთვის მზად ვიყო."
"რასინგთან რთული მატჩი გველის, ვინაიდან მადრიდის რეალის წინააღმდეგ ნებისმიერი გუნდი ძალიან დიდი მოტივაციით გამოდის, თუმცა არც ჩვენ დავიშურებთ ენერგიას, ვინაიდან სანტანდერელების შემდეგ საკუთარ მოედანზე ბარსელონას უნდა ვუმასპინძლოთ და ახლა ქულების დაკარგვა კლუბისთვის დაუშვებელია. ბოლო მატჩებია ყველას ვაჩვენებთ, რომ თითოეულ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით."
"კლუბი დიდი ხანია რაც შეხვედრას შეხვედრაზე იგებს და ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს. ბლანკოსის დაცვა მიმდინარე სეზონში უფრო საიმედოდ გამოიყურება, ვიდრე წინა სეზონებში და ეს ყველაფერი გუნდის თამაშზეც აისახება. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ გოლები აღარ გავუშვათ და კიდევ უფრო მეტი გავიტანოთ. მართალია რეალი კარგად გამოიყურება, თუმცა ვფიქრობ ჯერ ჩვენი შესაძლებლობები სრულად არ გამოგვივლენია. ჩემი აზრით სამეფო კლუბი აუცილებლად მოიგებს ლა ლიგას."
"რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ატლეტიკოსა და ვალენსიას დაპირისპირებას, ორივე შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მე უპირატესობას ღამურებს ვანიჭებ, ვინაიდან მადრიდის რეალისკენ გზა სწორედ ამ კლუბმა გამიხსნა."
"ვიმედოვნებ მოვხვდები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე და მივაღწევ წარმატებას, თუმცა ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის რეალზე და მომავალ მატჩზე ვფიქრობ."
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 31 მარტი 2010
- 2 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.