ვინიციუსმა მოსკოვში შესაძლოა სასტარტოდან დაიწყოს

ვინიციუს ჟუნიორი „რეალთან“ ერთად რუსეთში იმყოფება...

იმ ფონზე, რომ გუნდს გარეთ ბეილი გამოაკლდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ცსკა“-ს წინააღმდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ლოპეტეგის ახალგაზრდა შეგირდის „ატლეტიკოსთან“ 5 წუთიანი გამოსვლა მოეწონა და ფიქრობს, რომ წინახაზელი შანსს იმსახურებს.

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2018
  • 2 089
  • 5

1

1 ოქტომბერი 2018 12:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მარიანო ასენსიო ვინიციუსი უნდა მოსინჯოს ერთად, ტესტ მატჩი იქნება :)

2

1 ოქტომბერი 2018 12:37

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 148
  • |
  • კომენტარები: 486
ვასკესს დააყენებს ამას ზამენიდან შემოაგდებს ალბათ 15 წუთით
-----------------------
15 LOADING...

3

1 ოქტომბერი 2018 12:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ავტორიტეტული გამოცემა El Mundo-ს ჟურნალისტებმა, დეტალურად მიმოიხილეს კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლის საკითხი და მისი რეალური მიზეზები.

ყველაფერი 2017 წლის 11 მაისს დაიწყო. კრიშტიანუმ ჟორჟე მენდეშის ვილაზე იურისტები დაიბარა, იმისთვის, რომ გაეგო, თუ საიდან წარმოიქმნა ეს მრავალმილიონიანი ვალი სახელმწიფოს წინაშე. El Mundo უმცირეს დეტალებსაც კი წერს - დაწყებული იატაკის ფერიდან (შავი) და მერილინ მონროს სურათებით აჭრელებული ალბომით დამთავრებული. გაზეთში ის ფოტოც კი არის, რომელიც შეხვედრიდან რამდენიმე წუთში იყო გადაღებული. მასზე, იურისტი, კარლოს ოსორიო, დივანზე წევს და გონზე მოსვლას ცდილობს. აშკარაა, რომ გამოცემას, დეტალების შესახებ, უამბო ვიღაცამ, ვინც 11 მაისს, კრიშტიანუსთან ერთად, ერთ მაგიდაზე იჯდა.

შეხვედრა სრულ სიჩუმეში იწყებოდა. იურისტებმა არ იცოდნენ, თუ რას მოიმოქმედებდა რონალდუ.

- ვის აკისრია ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა? - დაიწყო რონალდუმ. მან მიმართა კარლოს ოსორიოს, მენდეშის რეკომენდირებულ ადამიანს.

- მე არანაირი განათლება არ მაქვს, - გააგრძელა რონალდუმ და ეს არ იყო მშვიდი და დალაგებული საუბარი. - ერთადერთი რამ, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებდი - ფეხბურთის თამაში იყო. სულელი არ ვარ, ამიტომ, არავის ვენდობი. სწორედ ამიტომ, ვიყვან კონსულტანტს, რომელსაც მის მოთხოვნებზე 30%-ით მეტს ვუხდი. ამიტომ, პრობლემები არ მსურს.

- კრიშ, ამის პასუხისმგებლობა ჩემს კისერზეა. - უპასუხა ოსორიომ. - მშვიდად, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლებთ.

როგორც El Mundo წერს, ოთახში მყოფთაგან ძალიან ბევრი ხვდებოდა, რომ ყველაფერი კარგად არ არის. საგადასახადო სამსახური რონალდუს მკაცრად ეპყრობოდა. პორტუგალიელს უდიდესი ჯარიმა და მასთან ერთად, პირობითი პატიმრობაც ემუქრებოდა. კრიშტიანუ ვერ ხვდებოდა, როგორ მოხდა ყველაფერი.

- მე არასდროს მითქვამს, რომ გადასახადები არ უნდა გადავიხადოთ! - ბრაზდებოდა რონალდუ. - მსურს ვიცოდე, რა მოხდა! ვერაფერს ვერ ვიგებ, გადასახადებს ხომ სპონსორები იხდიან? რატომ წამიყენეს მათ ბრალდება მე?

კრიშტიანუ დარწმუნებული იყო, რომ მისმა კომპანიამ, Tollin Associates-მა, თანხა გადასახადების გამოკლებით მიიღო. ის ვერ იგებდა, რატომ არ ექმნებოდა მსგავსი პრობლემები ინგლისში. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ინგლისში მსგავსი საკითხების მოგვარებას უცხოურ ფირმებს აბარებენ, ესპანეთში კი, ყველაფერი უფრო რთულადაა. "რეალში" გადასვლის შემდეგ, რონალდუმ ოსორიოს სთხოვა, რომ ესპანური კანონების ნიუანსები გაერკვია. მაგრამ, არავინ, არაფერი მოიმოქმედა.

6 მომენტი, რის გამოც რონალდუმ "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა.

1. კრიშტიანუს მიაჩნდა, რომ ფლორენტინო პერესი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოახერხებდა. მსგავს პრობლემას მესი, მასკერანო და "ბარსას" სხვა ფეხბურთელებიც წააწყდნენ, მაგრამ, იქ, საკითხს შემუშავებული გეგმის მიხედვით აგვარებდნენ. რონალდუს კი, გვერდში არავინ დაუდგა. კლუბმა აშკარად განაცხადა, რომ ფეხბურთელის არასაკლუბო პრობლემები - მისივე საქმეა. პერესმა პორტუგალიელის გამო ხელისუფლებასთან კონფლიქტში ჩარევა ვერ გარისკა, რონალდუმ კი ეს ღალატად მიიჩნია.

2. "რეალს" ყველაფრის გამოსწორების შანსი ჰქონდა. რონალდუმ ითხოვა, რომ კლუბს მისი საგადასახადო პრობლემებთან არსებული ჯარიმები ახალი კონტრაქტის დახმარებით დაეფარა. ოსორიომ კონტრაქტში პუნქტიც კი აღმოაჩინა, რომლის თანახმადაც, "რეალი" ვალდებული იყო, მოულოდნელი საგადასახადო პრობლემების შემთხვევაში, ფეხბურთელისთვის დახმარება გაეწია, მაგრამ, კლუბმა ეს თხოვნაც დააიგნორა.

3. შემდეგი მიზეზი აქამდეც ცნობილი იყო - კრიში ბრაზდებოდა, რომ ხელფასებით, მსოფლიოს მხოლოდ მესამე ფეხბურთელი იყო. მესის ახალი კონტრაქტისა და ნეიმარის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, ორივე ეს ფეხბურთელი რონალდუზე გაცილებით ბევრს იღებდა.

4. რონალდუ სერიოზულად ბრაზდებოდა იმის გამო, რომ "რეალის" მთავარი ადამიანები, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად, ალფრედო დი სტეფანოს ასახელებდნენ. "ისინი მუდამ ასე ამბობენ. არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ მე დამასახელონ." - ეუბნებოდა რონალდუ უახლოეს წრეში მყოფ ადამიანებს.

5. ბოლოს, "რეალმა" ფეხბურთელს წინადადებით მაინც მიმართა. კლუბმა მას ხელფასის სახით სუფთა 25 მილიონი შესთავაზა, რომელიც, შესაძლოა, 30 მილიონამდეც გაზრდილიყო, თუ ფეხბურთელი გარკვეულ სატურნირო პირობებს შეასრულებდა. რონალდუმ ეს უპატივცემლობად მიიჩნია.

6. კრიშტიანუს ყურამდე მივიდა ამბავი, რომ მისით ზიდანია უკმაყოფილო. მწვრთნელს არ მოსწონდა, რომ გასახდელში, ფეხბურთელი, მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობდა - საკუთარ პრობლემებზე. ზიზუ ხელმძღვანელობას ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.

"მილანი", "იუნაიტედი", "პსჟ"

რონალდუმ ყველაფერი ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში გადაწყვიტა. "ზაფხულში ტრანსფერს არ დავთანხმდი, ახლა კი ვნანობ." - ეუბნებოდა ის მენდეშს. ფეხბურთელს "მილანის" შემოთავაზება ჰქონდა - 150 მილიონი ევრო 5 წელიწადში. კრიში ფიქრობდა, მაგრამ, საბოლოოდ, უარი თქვა.

ფეხბურთელის გარშემო მყოფი ადამიანები ამტკიცებენ - მენდეშს სურდა, რომ რონალდუ "რეალში" დარჩენილიყო და კარიერა ესპანეთში დაესრულებინა. მაგრამ, "რეალი" დარწმუნებულია, რომ აგენტი ფეხბურთელს ტრანსფერისკენ უბიძგებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მასაც უდიდესი საკომისიო თანხა ერგებოდა. ერთ-ერთი პირველი ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. პერესი მაშინ მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და მენდეშთან ჯენტლმენური შეთანხმება დადო: "მომიტანე 100 მილიონი და ის თავისუფალია". - თქვა პრეზიდენტმა. თუმცა, კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა, 1 მილიარდი ევრო, კვლავ გაწერილი იყო. მაგრამ, ტრანსფერამდე საუბარი არ მივიდა.

შემდეგი ვარიანტი - "პსჟ"

ფრანგებმა საკუთარი პირობები წააყენეს, რომელიც რონალდუმ და მენდეშმა არასაჭირო რისკად მიიჩნიეს. პარიზში ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა 31 აგვისტოს სურდათ, რათა "რეალს" ნეიმარის და მბაპეს შეძენისთვის დრო აღარ დარჩენოდა.

ანიელი, "იუვენტუსი"

დეკემბერში, რონალდუმ, მენდეშს თავად სთხოვა, რომ ის "იუვენტუსს" დალაპარაკებოდა: "ეს კლუბი ძალიან მომწონს, ისინი ორგანიზებულნი არიან. არ მავიწყდება, რომ "იუვენტუსი" ჩემს შეძენას ჯერ კიდევ "სპორტინგიდან" ცდილობდა. გადაეცი მათ: "უკანასკნელ ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გახვედით, ჩემთან ერთად კი, ტიტულსაც დაეუფლებით."

ანდრეა ანიელიმ, ალბათ, ისიც იცოდა, თუ რა აწუხებდა პორტუგალიელს "რეალში" და ორი პუნქტით ფეხბურთელის ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა.

1. "იუვენტუსმა" ფეხბურთელს სრული იურიდიული უსაფრთხოების გარანტია მისცა და გადასახადებთან არანაირი პრობლემა აღარ უნდა ყოფილიყო.

2. ტურინელებმა რონალდუს ფიქსირებული ხელფასი შესთავაზეს.

მენდეშს ამ ტრანსფერის უკანასკნელ წუთამდე არ სჯეროდა, მან იცოდა, რომ პერესი, ბოლო ნაბიჯს, ყოველთვის თავად დგამს: "მე იმათ მხარეს დავიჭერ, ვინც გვერდში მაშინაც მედგა, როდესაც ამის გაკეთებას "რეალი" არ აპირებდა. ფლორენტინო პერესი რომ მოვიდეს და ორჯერ დიდი ხელფასი შემომთავაზოს, ჩემთვის უკვე სულერთია. მე "იუვეში" გადავდივარ.

თუმცა, ტრანსფერი, რონალდუს ესპანეთის კანონმდებლობასთან არსებული პრობლემებისგან არ ათავისუფლებდა. წასვლის წინ, ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო. აქ საქმეში პერესი ჩაერთო. პრეზიდენტმა საკუთარი იურისტი წარადგინა - ჩიტინა დელ ვალე. რონალდუს და მენდეშს უთხრეს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების სტრატეგიის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არის ციხეში მოხვედრის შანსიც. მათ ურჩიეს, რომ ყოფილი მოსამართლის, ხოსე ანტონიო ჩოკლანის დახმარებით ესარგებლათ.

ახალი მრჩეველები ამბობდნენ, რომ სასამართლოებრივ გარჩევამდე საქმე არ უნდა მივიდეს, შეთანხმების მიღწევა ახლავეა საჭირო, რადგან პროკურატურა 16-წლიან პატიმრობას და 80 მილიონ ევროს, ჯარიმის სახით მოითხოვს. პრობლემა ის იყო, რომ ამ შეთანხმებისთვის, რონალდუს 20 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. კრიშტიანუს ეჭვი ეპარებოდა, შეთანხმების წინააღმდეგი იყო ოსორიოც. ბოლოს, პორტუგალიელს მოუტანეს შეთანხმება, რომლითაც, საგადასახადო მას 18.8 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში შეეშვებოდა. მასზე ხელის მოწერა იყო დარჩენილი.

"მე დამნაშავე არ ვარ." - უპასუხა რონალდუმ.

თუმცა, ის მალევე დაარწმუნეს, რომ თავისუფლების აღკვეთა სრულიად რეალურია. ფეხბურთელმა ხელი მოაწერა. როდესაც კრიში მაგიდიდან წამოდგა, მას ესპანეთთან აღარაფერი აკავშირებდა

აი თურმე რაში ყოფილა საქმე

4

1 ოქტომბერი 2018 16:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Special__One
მარიანო ასენსიო ვინიციუსი უნდა მოსინჯოს ერთად, ტესტ მატჩი იქნება :)

Mec
eg minda imedia atamashebs

5

1 ოქტომბერი 2018 18:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ataamaashee shee dediit araswooroo ataamaashee .. abaa ratoo iyiideet .. ekutvniis.. eg uproo itaamasheebs.. ro daumtkicoos ro girsiaa mtavar gundshi tamashii

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)