გუნდმა „ცსკა“-სთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
გამომდინარე შემჭიდროვებული გრაფიკიდან, მადრიდის „რეალმა“ დღეს არ დაისვენა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურისთვის მზადება დაიწყო...
მოთამაშეები, რომლებმაც „ატლეტიკოსთან“ მატჩში მონაწილეობა მიიღეს, დახურულ კარსმიღმა ირჯებოდნენ და მხოლოდ აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, თუმცა კაზემირო, კროოსი და ნაჩო მინდორზე სხვა თანაგუნდელებთან ერთად იყვნენ.
მარსელო და ისკო აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
სესიიდან ცუდი ინფორმაციაც გამოვიდა. კოლექტივს გარეთ ბეილი გამოაკლდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენს გამოტოვებს უელსელი ფეხბურთელი.
ლოპეტეგიმ გუნდში რამდენიმე კასტილიელსაც უხმო, გუნდთან ერთად იყო ვინიციუს ჟუნიორიც.
სესიაზე დიდი ყურადღება მიექცა კარში დარტყმებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშსა და სხვა დეტალებს.
- 30 სექტემბერი 2018
- 2 334
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.