„რეალის“ პრეზიდენტი ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა და შეხვდა
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს დაუკავშირდა...
გუშინ დილით ფრანგი ლეგენდა მადრიდში იმყოფებოდა და „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზასაც ეწვია.
არაოფიციალური ინფორმაციით, პერესი ზიდანს შეხვდა და თხოვნით მიმართა.
ფლორენტინო თვლის, რომ „ბლანკოსის“ შეტევაში აშკარად ცვლილებებია განსახორციელებელი, აქედან გამომდინარე კილიან მბაპეს ყიდვა უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
გავრცელებული ინფორმაციით, პერესმა ზიზუს მბაპეს „ბლანკოსში“ გადასვლაში დარწმუნება სთხოვა.
სხვა დეტალები უცნობია.
- 30 სექტემბერი 2018
- 6 949
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.