„რეალის“ პრეზიდენტი განრისხებულია
„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი განრისხებულია...
კრიტიკოსების ვარაუდი მართლდება. ჯერ კიდევ 1 თვის წინ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლოპეტეგის გუნდი ვერცერთ ღირსეულ მეტოქეს ვერ დაამარცხებდა და ასეც ხდება.
„ატლეტიკოსთან“ მატჩი ბოლო წვეთი იყო. „რეალმა“ ისევ ვერ გამოიყენა „ბარსელონას“ საჩუქარი და პირველ ადგილზე ვერ გადაინაცვლა.
„ბლანკოსმა“ უკვე მეორედ ვერ მოუგო „ატლეტიკოს“, ასევე ქულები დაკარგა „ბილბაოსთან“.
ფაქტია, რომ სამეფო კლუბს მაღალი დონის კლუბებთან გამარჯვება არ გამოსდის, რაც ლოპეტეგის პოზიციებს ასუსტებს. ფლორენტინო პერესი უკვე აქტიურად მუშაობს ესპანელი სპეციალისტის ალტერნატივაზე.
- 30 სექტემბერი 2018
- 4 902
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.