ფერნანდო გაგო ბრუნდება
არგენტინელი ნახევამრცველი, ფერნანდო გაგო, კარგი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთში არაფერია ხანგრძლივი და ნათელი.ჯერ კიდევ 3 თვის წინ მანუელ პელეგრინიმ ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის მეოთხე საყრდენად შერაცხა.აღსანიშნავია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ფერნანდოს "მანჩესტერ სიტისკენაც" ულოცავდნენ გზას, თუმცაღა ბოლო მომენტში ტრანსფერი არ შედგა.
კლუბში დარჩენილი სახმრეთ ამერიკელი თავის შანს ელოდებოდა და აი "ხეტაფესთან" შეხვედრაში გაგოს ნანატრი დროც მოვიდა.უდავოა, რომ ერთ დროს პელეგრინის მიერ დაწუნებული, "რასინგის" წინააღმდეგაც მიიღებს მონაწილეობას და ყოვლადშესაძლებელია ის, რომ მარადონას რჩეული "ელ კლასიკოშიც" ვიხილოთ: "რა თქმა უნდა, არ მომწონს სათადარიგო სკამზე ჯდომა.ამ პერიოდში ბევრი უსიამოვნო მომენტიც მქონდა, თუმცა ყველაფერი გადავლახე.მე ყოველთვის პროფესიონალად ვთვლიდი საკუთარ თავს" - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ფერნანდო შესაძლოა ლა ლიგის გადამწყვეტი ეტაპის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა გახდეს.ფეხბურთელი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, რაც სეზონის მიწურულს ერთობ მნიშვნელოვანია მოთამაშისათვის.ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ არგენტინელი და ესპანელი ხაბი ალონსო საკმაოდ კარგად შეწყვილდნენ ("ხეტაფესა" და "ატლეტიკოს" თამაშებში ყველამ ვნახეთ ეს).
სტატიის ბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ საინტერესო ფაქტზე, წლევანდელ სეზონში, სამეფო გუნდს, გაგოს მონაწილეობით არცერთი შეხვედრა არ წაუგია.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ის მადრიდის "რეალის" "თილისმაა."
- 31 მარტი 2010
- 2 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.