ვარანი:„იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც საუკეთესოდ დამასახელებენ“
რაფაელ ვარანმა „ფიფას“ დაჯილდოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საუკეთესო თერთმეტეულში მოვხვდი, სხვა ფეხბურთელები კი ჩემი თანაგუნდელები არიან კლუბში და ნაკრებში.“
„იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც საუკეთესოობისთვის ვიბრძოლებ. მე არნახული სეზონი მქონდა, მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი. ფეხბურთელისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.“
„მოდრიჩი ელეგანტური ფეხბურთელი და საოცარი ადამიანია, მან ჯილდო დამსახურებულად მიიღო.“
- 25 სექტემბერი 2018
- 2 124
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.