ლოპეტეგი:„რამოსს მხოლოდ დაცვაში დგომას ვერასდროს დავავალებ“
„ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ ჟულიენ ლოპეტეგიმ პრესკონფერენცია გამართა...
„„ესპანიოლი“ კარგი სტრუქტურის მქონე, ორგანიზებული და თავდაჯერებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ამ კოლექტივს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.“
„მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ. შეხვედრის მიმდინარეობის დროს სურათი არაერთხელ შეიცვალა.“
„ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ ლა ლიგაზე კონცენტრირება ყოველთვის რთულია, ვინაიდან უდიდეს ენერგიას მოითხოვს.“
„რამოსს ვერ ვეტყვი, რომ მუდმივად დაცვაში იდგეს, მას უყვარს წინ წასვლა. თავდასხმაში ესპანელის აგრესიულ თამაშს არაერთხელ მოუტანია მნიშვნელოვანი შედეგი, ამაზე ისტორიაც მეტყველებს.“
„მოდით, ნუ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც არ გვაქვს. სკეპტიკოსებთან საქმეს არასდროს ვიჭერ.“
„კალენდარი, რომელიც ამ კვირაში გვქონდა ძალიან რთული იყო. სწორედ ამიტომ მარსელომ და კროოსმა დაისვენეს. ნაჩომ ბრაზილიელი შეცვალა და ვერაფერი შევამჩნიეთ.“
„ოდრიოზოლას დებიუტს ვულოცავ, ის შესანიშნავი იყო.“
„არასდროს ვანიჭებ მნიშვნელობას ფეხბურთელების ეროვნებას. დიახ, ესპანელების სიმრავლე შეიმჩნევა, თუმცა ამას მე არ განვაპირობებ. მე ვცდილობ, ყოველთვის საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა დავაყენო.“
- 23 სექტემბერი 2018
- 4 242
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.