ლოპეტეგი:„მარიანოს გოლმა სუნთქვა შემიკრა“
ჟულიენ ლოპეტეგიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა საოცარი თამაში ითამაშა, ჩემი გეგმა სწორედ ასეთი კოლექტივის ჩამოყალიბებაა. მსურს, რომ გუნდმა ყველა თამაშში ასეთი დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენოს ქომაგებს.“
„კოლექტივი განაგრძობს ზრდასა და გაუმჯობესებას. ეს მხოლოდ სეზონის სტარტია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ისე დაიწყო, როგორც მოქმედ გამარჯვებულს ეკადრებოდა.“
„მარიანო დიასის გოლმა სუნთქვა შემიკრა, უდიდესი სიამოვნება მივიღე. წინახაზელმა იცის, რომ ვენდობით და ძალიან გვჭირდება, ის ძლიერია ფიზიკურად, ასევე კარგად იბრძვის მეორე სართულზე და ფლობს შესანიშნავ დარტყმას. მიხარია, რომ მარიანოს დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდშია.“
„რონალდუს მოედნიდან გაძევებაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეს მომენტი არც მინახავს და არც ჩემი საქმეა. მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ, კრიშტიანო კი „იუვენტუსს“ ეკუთვნის.“
„ასენსიოს თამაში შესანიშნავი იყო. ესპანელი მეორე ტაიმში შევუშვი მოედანზე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ტემპი კიდევ უფრო მოიმატებდა.“
„ისკოს ინტელექტუალური მონაცემები ნებისმიერ მწვრთნელს აღაფრთოვანებს, მისი გუნდში ყოლა ბევრს ნიშნავს.“
„გარეთ ბეილის სისწრაფე საშუალებას იძლევა, იყო დამანგრეველი როგორც პოზიციური შეტევის, ასევე კონტრ-შეტევის დროს.“
- 20 სექტემბერი 2018
- 4 695
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.