მარიანო:„ჩემს ულამაზეს გოლს რონალდუს ვუძღვნი“
მარიანო დიასმა „რომასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„უბედნიერესი ვარ და ვთვლი, რომ ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, თანაც გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მადრიდისტებისთვის ბრწყინვალე საღამო იყო.“
„გოლს კრიშტიანო რონალდუს ვუძღვნი, რადგან ის „ვალენსია“-„იუვენტუსის“ მატჩის დროს უსამართლოდ გააძევეს. დარწმუნებული ვარ, მას გაუხარდა ჩემი გოლის ნახვა.“
„„7“ ნომრის ტარება დიდი პასუხისმგელობაა, თუმცა ბოლომდე დავიხარჯები სამეფო კლუბისთვის.“
„ჩვენ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით და მაქსიმალურად ვეცდებით, საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ.“
- 20 სექტემბერი 2018
- 8 069
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.