მარიანო:,,ლუის ენრიკეს ზარზე ბევრს ვფიქრობ"
მარიანო დიასმა ჟურნალისტების ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხა...
„ჩემი მადრიდში თამაშის საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა, ჯერ კიდევ აგვისტოს მეორე ნახევარში არაფერი ვიცოდი.“
„დიახ, „სევილიაში“ გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ „რეალის“ წინადადება ჩემთვის საოცნებო იყო. “
„7 ნომრიანი მაისურის მორგება რა თქმა უნდა საპატიო და ამასთანავე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.“
„ასენსიოს დუბლის შესრულება მივულოცე, ის საოცარი ფეხბურთელია და ეროვნულ ნაკრებში თამაშითაც დაამტკიცა, რომ დაყენებულ და უძლიერეს დარტყმას ფლობს. 7 ნომრიანი მაისური? ესპანელთან ამაზე საუბარი არასდროს მქონია, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დამატებითი ზეწოლისთვისაა მოგონილი.“
„ადამიანი ვინც, ფეხბურთი შემაყვარა ჩემი ბაბუა იყო, მან მიყიდა პირველი მაისური და პირველი ბურთი.“
„ლოპეტეგიმ მითხრა, რომ მენდობა და ჩემი დებიუტი სულ მალე შედგება, ამ მომენტს მოუთმენლად ველი.“
„კრიშტიანო რონალდუს გარეშეც მძლავრი გუნდი ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ, ამ ტურნირის უმთავრესი ფავორიტი კვლავაც „რეალი“ იქნება.“
„საუკეთესოდ მეც მოდრიჩს დავასახელებდი, ვინაიდან ხორვატ მოთამაშეს საოცარი სეზონი ჰქონდა.“
„მადრიდში სახლი ჯერ-ჯერობით არ მაქვს და ვცდილობ, დროულად მოვიძიო საცხოვრებელი.“
„ლუის ენრიკეს ზარზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.“
„ალკოჰოლი არასდროს მიზიდავდა, გამაგრილებელი სასმელები კი ძალიან მიყვარს.“
- 13 სექტემბერი 2018
- 4 862
- 18